სად მდებარეობს ყველაზე ძველი სასტუმრო და ვინ მოიგონა პირველი ჰოსტელი- ისტორია

სად მდებარეობს ყველაზე ძველი სასტუმრო და ვინ მოიგონა პირველი ჰოსტელი- ისტორია

access_time2019-09-14 11:15:04

სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში 200 000-დან ნახევარ მილიონამდე სასტუმროა. ისინი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ფასების და ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით, ადამიანებს თავიანთი მოლოდინების განსაზღვრა შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

 

ზოგჯერ, პირველ ცნობილ სასტუმროდ ლასკოს მღვიმეს ასახელებენ, სადაც ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე სხვადასხვა ტომის ადამიანები ჩერდებოდნენ და კედლებზე ნახატებს ტოვებდნენ. ლასკო ფრანგულ ახალ აკვიტანიაში მდებარეობს და რა თქმა უნდა, თანამედროვე სასტუმროებს არანაირად არ ჰგავს, მგრამ მოგზაურებს იქ გაჩერება და დასვენება შეეძლოთ.

 

ყველაზე ძველი მოქმედი სასტუმრო 1300 წლისაა. ის იაპონიაში დაახლოებით 705 წელს, ცხელი წყლის წყაროებთან ააშენეს. მას შემდეგ სასტუმროს ერთი ოჯახის წარმომადგენლები ფლობენ - დღეს ამ ოჯახის 55-ე თაობა.

 

„ტრაქტირი“ ლათინური სიტყვიდან tracto მოდის, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მე გიმაპსპინძლდებით“. იტალიური ტრატორებიც აქედან მოდის. სიტყვა „ტრაქტთან“ ტრაქტირს კავშირი არ აქვს.

 

XVIII საუკუნეში არსებობდა ახლოაღმოსავლური ტიპის სასტუმროები „ქარვასლა“, რომლებსაც ახლა აღარ აშენებენ. ჩვეულებრივ, ასეთ სასტუმროებში ვაჭრები ჩერდებოდნენ. პირველ სართულზე იყო სათავსო საქონლისა და პროდუქტისათვის, მეორეზე კი - საცხოვრებელი ოთახები.

 


1970-იანი წლების ბოლოს იტალიაში, პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის სასტუმროების ახალი კონცეფცია მოიგონეს. მას „ალბერტო დუფუზოს“ უწოდებენ, რაც ითარგმნება, როგორც „მიმოფანტული სასტუმრო“, რომელშიც ყველა ნომერი არა ერთ შენობაშია, არამედ პატარა ქალაქშია გაფანტული, რითაც სტუმრებს შეუძლიათ ადგილობრივების ცხოვრების თავისებურებები შეიგრძნონ.

 

დაახლოებით იმავე დროს, 1970-იანი წლების ბოლოს, იაპონიაში გაჩნდა პირველი სასტუმრო კაფსულები. ასეთ სასტუმროებში ნომრები ვიწრო ყუთებს ჰგავს, რომლებიც მხოლოდ ძილისთვისაა განკუთვნილი. მსგავი სასტუმროების ძირითად აუდიტორიას წარმოადგენდნენ არაფხიზელი იაპონელები, რომლბსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ სახლში წასვლა.

 

ჰოსტელები - იაფფასიანი სასტუმროებია, სადაც ერთმანეთისთვის უცნობ სტუმრებს ერთ ოთახში სძინავთ და ყველაფერი საზიარო აქვთ. ჰოსტელი 1912 წელს გემრანელმა რიჰარდ შირმანმა მოიგონა, რისთვისაც მას ძეგლიც კი დაუდგეს. შირმანი მასწავლებელი იყო, რომელსაც აღიზიანებდა, რომ ხანგრძლივი სასკოლო მოგზაურობის დროს შეუძლებელი იყო ბავშვებისთვის ღამის გასათენებელი დაწესებულების პოვნა და ბავშვებს სათავსოებსა და სხვა ტექნიკურ დაწესებულებებში უწევდათ ძილი.   

 

დღეს სასტუმროების სერვისის ხარისხი ვარსკვლავებით იზომება. ყველაზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო (ერთდროულად 75) ლონდონშია. მეორე ადგილზეა დუბაი (61), მესამეზე - ნიუ-იორკი (59), მეოთხეზე კი - პარიზი (56).

 

ვარსკვლავებთან დაკავშირებული სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, იმისთვის რომ ევროპული სასტუმრო ხუთვარსკვლავიანად ჩაითვალოს, მის ნომრებში აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერი და ინტერნეტი. ორგანიზაცია Hotelstars Union-ის წესების თანახმად, რომელმაც ევროპული სასტუმროებისთვის რეიტინგების სისტემა შექმნა, ამის გარეშე სასტუმროს 5 ვარსკვლავს არავინ მიანიჭებს.     

 

1984 წელს, ლეგენდარულმა ამერიკელმა მეწარმე სტივ რუბელმა გახსნა სასტუმრო, რომელშიც თითოეულ ნომერს უნიკალური დიზაინი ჰქონდა. ინტერვიუში რუბელმა განმარტა: ჩვეულებრივი სასტუმროები დიდ მაღაზიებს ჰგავს, ჩემი კი - „ბუტიკს“. რუბელი ტერმინის „სასტუმრო-ბუტიკი“ ავტორია. დღეს ასე უწოდებენ პატარა სასტუმრეობს (ჩვეულებრივ 10-დან 150 ნომრამდე), სადაც თითოეულ ოთახში უნიკალური დიზაინია.

 

 

წყარო:imedinews


თეგები:
ჰოსტელი



„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...


მსგავსი სიახლეები

up