2021 წელს, საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 2.2 მლნ აშშ დოლარის 878.5 ტონა ყვავილის იმპორტი განხორციელდა. 2020 წელს კი 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (505.6 ტონა). პანდემიამდელ 2019 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 126.4 ტონა მოჭრილი ყვავილები დაკოკრები შემოვიდა.
გთავაზობთ 5 ქვეყანას,სადაც საქართველო ყვავილებს ყიდულობს:
- სომხეთი - 707.5 ათასი აშშ დოლარი (210.3 ტონა)
- ეკვადორი - 512.1 ათასი აშშ დოლარი (80.4 ტონა)
- თურქეთი - 437.1 ათასი აშშ დოლარი (448.5 ტონა)
- კენი - 341.5 ათასი აშშ დოლარი (110.5 ტონა)
- ნიდერლანდები - 231.2 ათასი აშშ დოლარი (27.2 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, ის ყოველწლიურად მზარდია. 2021 წელს 86.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 71.6 ტონა ყვავილისა დაკოკრების ექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს 39.8 ათასი აშშ დოლარის ღირებულების (21.6 ტონა), პანდემიამდელ 2019 წელს კი, 28.8 ათასი აშშ დოლარის (29.8 ტონა).
საექსპორტო ქვეყნებს შორის მხოლოდ მეზობელი სომხეთი და უკრაინაა. უკრაინაში საქართველოდან 70.2 ათასი აშშ დოლარის 68.8 ტონა ცოცხალი ყვევილები და კოკრები გავიდა, სომხეთში კი, 16.7 ათასი აშშ დოლარის 2.8 ტონა.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“