სად გაქრა პენსიონერთა თანადგომის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები, პროდუქცია და საქონელი?

სად გაქრა პენსიონერთა თანადგომის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები, პროდუქცია და საქონელი?

access_time2020-03-03 12:00:54

პენსიონერთა თანადგომის საზოგადოებრივი პროგრამის ბედი, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და მისი განხორციელებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, საერთოდ გაურკვეველია. 3 წლის წინ დაწყებული პროგრამა შეწყვეტილია და ის ინვენტარი, პროდუქცია და საქონელი საერთოდ გაქრა, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსის” ინფორმაციით, უკვე შეძენლი იყო. საძებო ველში, დღემდე შესაძლეებელია, ორგანიზაციის შეხვედრების ნახვა, ფოკუს ჯგუფებთან, მათი ინტერესების გაცნობის მიზნით და შემდგომი თანამშრომლობის დაპირებებიც, რომელიც მედიასაშუალებებითაც შუქდებოდა.


ამ პროგრამის შესახებ რეალურად ცოტა რამ არის ცნობილი. მაგალითად, ვინ აფინანსებდა, როგორ უნდა მოეხერხებინათ პენსიონერებისა და ვეტერანებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების განხორციელება და საერთოდაც რაში გამოიხატებოდა თანადგომა.


დეკლარირებულად პროგრამა მოიცავდა პენსიონერ ვეტერანთა, ომისა და შრომის ვეტერანთა სოციალურ-მატერიალური პირობების გაუმჯობესების გზებს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მცხოვრებთათვის. იგი ითვალისწინებდა სოფლად მცხოვრები პენსიონრების დახმარებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და მათ გადამუშავებას, ასევე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას და მიწოდებას შეღავათიანი პირობებით ქალაქებში მცხოვრები ვეტერანთათვის და პენსიონერებისათვის.


ის, რაც უცნობი დარჩა აზოგადოებისათვის, კარგად იცის ,,ბიზნეს-რეზონანსის” წყარომ, რომლსაც ჯერჯერობით ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა თავის დროზე ,,პენსიონერთა თანადგომის საზოგადოების” კოორდინატორი უნდა ყოფილიყო. რა ევალებოდა, რას ჰპირდებოდნენ და როგორი იყო შიდა სამზარეულო, მოწყვლადი ჯგუფების თანადგომისთვის ამის შესახებ დეტალურად ყვება და ანკეტა- დოკუმენტაციასაც გვაწყვდის.


საინფორმაციო წერილი პენსიონერებისათვის, ანკეტა, კოორდინატორის ვალდებულებები, ანგარიშსწორება, კურატორის მოვალეობები, სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის ვალებულებები და პირობები 6 გვერდზე დეტალურადაა გაწერილი. მათ შორის პროდუქციის სიაც, რომელის ფასდაკრემით უნდა მიეღოთ ვეტერანებსა და ხანდაზმულებს. ჩამონათვალშია ყველა რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები სა თევზი, ბურღულეული და პური, ასევე საყოფაცხოვრებო საშუალებებიც. გარდა ამისა, გამგეობა თხოვნით მიმართავდა ანკეტის შემვსებ პირებს, მიაწოდონ წინადადებები და შენიშვნები, რათა დაეხმარონ, პანსიონერთა სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და მოქმედი პროგრამის სრულყოფაში.


"პირველ ეტაპზე, როცა ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო, ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ფონდი ხანდაზმულ ადამიანებს დაეხმარებოდა. თავიდან მთავრობის დოტაციით, შემდეგ კი სამეურნეო საქმიანობა თვითკმარი უნდა გამხდარიყო.


მოხდებოდა ფუტკრის, ძროხების, ქათმებისა და სხვა პირუტყვის შეძენა და ამ ადგილობრივი პროდუქციით მაღაზიების უზრუნველყოფა, რომლებიც 50%-იანი ფასდაკლებით მიაწოდებდნენ მომხმარებელს პროდუქციას.



წარმოიდგინეთ, რა მასშტაბურ და საჭირო საქმეზე იყო საუბარი. ჩვენ კოორდინატორებიც დიდი მონდომებით შევუდექით მაშაობას. მე პირადად არ მქონია დამფინასებლებთან პირდაპირი კონტაქტი, თუმცა გამგეობის ხელმძღვანელობის მხრიდან ვიცოდით, რომ პროგრამა სახლემწიფოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარეობდა.


პროცესი აქტიურად დაიწყო. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით (იქნებოდა ეს ანკეტირება, დეტალური აღწერა თუ მაღაზიების მოძიება, სადაც პროდუქცია იქნებოდა ხელმისაწვდომი), პირუტყვისა და სკების ნაწილის შეძენაც კი მოხდა. თუმცა შემდეგ უცებ გაქრა ეს ყველაფერი. ამასთან დაიხურა ჩვენი სამსახურიც და შანსი იმისა, რომ ქართველ პენსიონერებს, ყოფა-ცხოვრების პირობები გაუუმჯობესებოდათ”, - ყვება ყოფილი კოორდინატორი.


საძიებო სისტემა, დღემდე ინახავს, შეხვედრის კადრებს, სადაც ,,პენსიონერთა თანადგომის საზოგადოება, ვეტერანებს ხვდება. ,,ბიზნეს-რეზონანსი” ვეტერანების საქმეთა სახლემწიფო სამსხურს დაუკავშირდა და შეხვედრის დეტალების და დანაპირებების გახსენება სთხოვა. ჩვენი წყაროს მონაყოლის თითქმის იდენტურია, ლელა კიკნაძის კომენტარიც, რომელიც შეხვედრებს პირადად ესწრებოდა, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფის უფროსი.


"ნამდვილად არ მახსოვს, რა ერქვა ფონდს, თუმცა ზუსტად მახსოვს, ხელმძღვანელი ნუგზარ ჯოგლიძე გახლდათ. ჩვენთან მოვიდნენ 2017 წლის მაისის დასაწყისში, წინადადებით, რომ ეს იყო ფონდი, რომელსაც ჰქონდა ფინანსური საშუალება და მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რათა დახმარებოდა პენსიონერებსა და ვეტერანებს. როგორც ჩვენ გაგვაცნეს, მათ შეეძლოთ გაეხსნათ მაღაზიები პირველ ეტაპზე თბილისის ყველა უბანში, სადაც ვეტერანები და ხანდაზმულები ისარგებლებდნენ, შეღავათიანი ფასებით პროდუქტებზე.


ჩვენი მხრიდან საჭირო იყო, ვეტერანების ანკეტირება რაიონების მიხედვით, მათი სოციალური მდგომარეობის შეფასება. ამისათვის, მათ შემოგვთავაზეს, რომ ვეტერანებს დაასაქმებდნენ ანკეტირების პროცესში და შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდიდნენ ყოველთვიურად. შემდეგ, სამწუხაროდ, ამ საკითხს მსვლელობა აღარ მიეცა.


უკვე დეტალებამდე იყო საქმე მისული და ამისათვის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა უნდა გამართულიყო. მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია დაგეგმვის პროცესში, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი ჰაერში დარჩა.


ჩვენ არ ვიცოდით დეტალები, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ. პირველ ეტაპზე არც მათ უთქვამთ და არც ჩვენ გვიკითხავს”, - განაცხადა კიკნაძემ.


,,ბიზნეს-რეზონანსმა” კითვებით მთავრობის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ამ ბუნდოვან სქემაში რა იყო სახელმწიფოს როლი და რეალურად ვინ აფინანსებდა პროგრამას ან რატომ შეწყდა ის, დღემდე გაურკვეველია


თავად პროგრამის ხელმძღვანელ, ნუგზარ ჯოგლიძესთან დაკავშირება კი ,,ბიზნეს-რეზონანსისათვის” ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა. სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ამ თემაზე მუშაობა კვლავ გავაგრძელოთ და კომენტარის გაკეთების ან პასუხის საჯაროდ გაცემის საშუალება მივცეთ ნებისმიერ მხარეს ან დაინტერესებულ პირს. მით უფრო, რომ მასალის მომზადების ხანგრძლივი დროის და მუშაობის მიუხედავად, კვალვ მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი.



გაზეთი რეზონანსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up