სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

access_time2019-09-16 21:30:30

პრემიერ-მინისტრების ჩუმი გადადგომა თუ გადაყენება და წასვლის შემდგომი დუმილი საქართველოში თითქმის ტრადიციად იქცა, საზოგადოება ფეისბუქის საშუალებით, ან მცირეხნიანი ბრიფინგით იგებს მხოლოდ იმას, რომ ისინი დაკავებული პოსტიდან მიდიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე არსად არ გამოჩენილა, მისი წავლის შემდგომაც საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ლოგიკურია ჩნდება კითხვა - თუ სად გაქრა იგი.

 

ბოლო განცხადება, რაც კვირიკაშვილის შესახებ გაჟღერდა, ეს იყო „მთავარ არხზე" გაკეთებული მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ დასავლეთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების გამო, მისივე თქმით, კი საბოლოოდ ქვეყნის პრემიერს მისი მეგობრების დაჭერის მუქარით თანამდებობა დაატოვებინეს.

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ არ ჩნდება საზოგადოებასთან ამ დრომდე კვირიკაშვილი, არ იცის, მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გადაყენების მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობა გახდა.

 

„არ ვიცი კვირიკაშვილი სადაა, მე თვალყურს არ ვადევნებ ამას, ის თუ რატომ გაუშვეს იგი პრემიერობიდან, მე სხვა ინტერპრეტაციით ვიტყოდი, იმიტომ კი არ გაუშვეს, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არამედ იეჭვიანეს, რომ ის გახდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა, ანუ ამის მიზეზი უფრო ეჭვიანობა იყო და არა აშშ-ს მიუღებლობა ჩვენი ხელისუფლების მიერ.

 

"ეს იყო ეჭვიანობა და პოტენციური საფრთხე დაინახა ხელისუფალმა, რომ შეიძლებოდა კვირიკაშვილი კიდევ უფრო ურჩი გამხდარიყო და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა.

 

„ხელისუფალი ასეთია, ეჭვიანობს ყველაფერზე, რომ ვინმე არ გახდეს მასზე „ლამაზი და ჭკვიანი" ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანური თვისებაა, ხელისუფალიც ადამიანია, ეს იყო ეჭვიანობის სცენა მათ შორის აშშ-სთანაც, არ ვთვლი, რომ კვირიკაშვილი ლიდერად იკვეთებოდა იმიტომ, რომ თუ გვახსოვს ის ხაზგასმით არ ერეოდა პოლიტიკაში, ის ეკონომიკურ თემებზე ფიქსირდებოდა და ძირითადად და ხშირ შემთხვევაში გაურბოდა მწვავე თემებს" - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან" ასევე მამუკა ხაზარაძის განცხადებასა და გიორგი კვირიკაშვილის გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა.

 


„ხაზარაძემ კვირიკაშვილთან მიმართებაში მაინც უფრო პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ისინი ერთმანეთთან ასოცირებულები არიან, ამიტომ გარკვეული პოლიტიკური პრომოუტირება მოახდინა.

 

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელი კია, თუმცა, ამის დასაბუთება ძალიან ძნელია, თეორიულად ისიცაა შესაძლებელი, რომ კვირიკაშვილზე უფრო სხვა ხმებიც ვრცელდებოდა, მათ შორის ფინანსურ მაქინაციებზე, სხვა ოფიციალურ კავშირებზე ამიტომ ვერსიები საკმაოდ ბევრია, კვირიკაშვილის სასარგებლოდაც და მის საწინააღმდეგოდაც, თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ხაზარაძემ უნდა დაასაბუთოს.

 

„რაც შეეხება კვირიკაშვილის წასვლას, ზოგადად პრემიერები ასე მიდიან, ამ მხრივ ღარიბაშვილი იყო გამონაკლისი, რომ დაბრუნდა, თორემ ამ მხრივ თავის დროზე ღარიბაშვილიც, კვირიკაშვილიც და ბახტაძეც ჩუმად წავიდნენ.

 

"ეს მარტივად აიხსნება ჩრდილოვანი მმართველობის ფაქტორით, რომლის გამოც პრემიერები, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე მაღალი ძალაუფლების პირები არიან, ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ადმინისტრატორებად არიან ქცეულები.

 

„გვახსოვს, რომ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებიც კი იყო დაწყებული კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიმართ, რომელიც მერე შეკავდა, მანდ ასეთი ვერსიაცაა, რომ მათი დუმილი და სიჩუმის ზონაში ყოფნა სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება და არა სხვა რამეს, სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო გახსნილად, ღიად და ადვილად შეეძლოთ პოლიტიკური აქტიურობა, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებს ის ამ პროცესისგან.

 

„თუ კარგად და დამაჯერებლად მოახერხებენ ხაზარაძე და მისი გუნდის წევრები კვირიკაშვილის პრომოუტირებას, პოლიტიკური იმიჯის თვალსაზრისით, და ვთქვათ შემდგომ გამოჩნდეს კვირიკაშვილი, რომ მერე ნებისმიერი საქმე წინასაარჩევნოდ გასაღდეს, როგორც პოლიტიკური დევნა, აქამდე ამ პროცესს მისვლა უნდა იმიტომ, რომ კვირიკაშვილის პრემიერობა ნამდვილად არ იყო ნათელ ფერებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, ამ ფაქტორებით ვხსნი ხაზარაძის ძალიან ფრთხილ და მიზანმიმართულ არგუმენტირებას კვირიკაშვილთან მიმართებაში."-თქვა გამზარდიამ.

 

მან კვირიკაშვილის საზღვარგარეთ წასვლის ვერსიაზეც გააკეთა კომენტარი.

 

„საქმიანი ადამიანისთვის სხვა ქვეყანაში წასვლის მიზეზიც შესაძლოა უამრავი ყოფილიყო, პრემიერი რომ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად ის აქტივობებს ასრულებს, პირიქით.- ეს ყველაზე გულუბრყვილო ვერსიაა, მისი ქვეყნიდან წასვლის მეორე ვერსია შესაძლოა იყოს ის, რომ თუკი მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი რესურსებიც სახელმწიფოს აქვს, მაგრამ არ იყენებს, რატომ არ იყენებს, შესაძლოა გარიგების რეჟიმშიც იყოს.

 

„როდესაც ოფიციალური პირები ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, შემდგომ ისინი სხვა ფორმით აქტივობენ მათ შორის სოციალურ მედიაშიც, ეს ჩვენი ქვეყანაა პოსტსაბჭოური, სადაც ვიღაცა თანამდებობიდან მიდის ისე, რომ ის უნდა გაქრეს.

 

„როგორც ჩანს სოციალურ ქსელში ზედმეტი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით და მისი ერთგვარი სიმშვიდისათვის არჩიეს ის, რომ იგი სოციალურ სივრცეში ამ ეტაპზე არ არსებობდეს."- აცხადებს გამზარდია.

 

წყარო: რეზონანსი






კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

„ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი
access_time2019-10-23 17:30:02
 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად  უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა. კრიკლი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის და პოლონეთის ჩართულობით უნდა შეიცვალოს გლობალური გადაზიდვების ისტორია და ამ სისტემამ უნდა შეცვალოს არსებული...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...


მსგავსი სიახლეები

up