რატომ იზრდება „შავი სიები“  ეკონომიკური „აღმავლობის“ მიუხედავად?

რატომ იზრდება „შავი სიები“ ეკონომიკური „აღმავლობის“ მიუხედავად?

access_time2022-11-25 17:30:06

„შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში შავ სიაში 574 715 მსესხებელი იყო. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი სამ წელიწადში გაორმაგდა, თუ 2019 წელს 2,553,781,747 ლარის ვადაგადაცილებული სესხი იყო, 2020 წელს 3,088,094,794 ლარი გახდა, 2021 წელს 3,622,861,901 ლარი, ხოლო მიმდინარე წელს 4,359,105,450 ლარამდე გაიზარდა.


რა იწვევს ნახევარ მილიონზე მეტი გადახდისუუნარო ზრდასრული ადამიანის არსებობას ქვეყანაში, მაშინ როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ კითხვით „კომერსანტი“ საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის წევრებს, ეროვნულ ბანკს და ექსპერტებს დაუკავშირდა. 


საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ „კომერსანტს“ უთხრა, რომ არსებული თემის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც დეტალურად გაეცნობა, რადგან შეხვედრები აქვს.


„არ ვიცი, ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან არ მაქვს მასეთი ინფორმაცია“,  თქვა პაატა კვიჟინაძემ.


კომიტეტის წევრებმა რიმა ბერიძემ და ბექა ლილუაშვილმ მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვეს, თუმცა კომენტარისთვის ვერც შემდეგ მოიცალეს.


საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძემ კი „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ რეალურმა შემოსავლებმა ინფლაციის გამო იკლო, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25%, მაშინ როდესაც შემოსავლები ინფლაციის ტოლფასად არ გაზრდილა.



„ამის მიზეზი ბევრია, სათავე პანდემიიდან მოდის და შემდეგ უკვე ის პროცესები, რაც საფინანსო სექტორში წარიმართა. ფიქრობდნენ, აკვიატებული ლარიზაცია უშველიდა ამ პრობლემას და თუ ლარში უფრო მეტი სესხი იქნებოდა, ვიდრე დოლარში, ამით მეტად გადახდისუნარიანი გახდებოდა ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობის გადახდისუნარიანობა დამოკიდებულია შემოსავლებზე და არა სესხის აღების ფორმაზე.


რეალურმა შემოსავლებმა ინფლაციის გამო იკლო, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25%, მაშინ როდესაც შემოსავლები ინფლაციის ტოლფასად არ გაზრდილა. ბუნებრივია, რომ ამან გამოიწვია უიმედო სესხების ზრდა, რაც ვადაგადაცილებულზე უარესია, თუ ობიექტურად მივუდგებით ამ სესხების კლასიფიკაციას, შესაძლოა, კიდევ უფრო ცუდი სურათი მივიღოთ. ეს არ შეუქმნის პრობლემას საბანკო სფეროს, მთავარი პრობლემაა, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში ზომავს სიღარიბეს და როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუუნაროა, ნიშნავს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამას მოსდევს უკვე სულ სხვა სახის პრობლემები, იგივე დასაკუთრებული ქონების გაყიდვა, ადამიანები კარგავენ ბინას, სხვადასხვა აქტივებს, რომლებიც გირაოშია ჩადებული, რასაც უკვე მოსდევს ოჯახების გაღარიბება და სოციალურად ეს არის მძიმე, თუმცა მოსახლეობის დეფოლტზე საუბარი არარეალურია“,  აღნიშნა რომან გოცირიძემ.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა, რომ შემცირდეს, ქვეყანა  ეკონომიკურად უნდა გაიზარდოს.


„ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მაგალითად საბანკო სექტორში ტენდენცია უფრო შემცირებისკენ მოდის, თუმცა ზოგადად საფინანსო სექტორში ის ისევ მაღალია და ამას დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ნიშნები არის, პრობლემად რჩება ის, რომ ინფლაცია მაღალია და შინამეურნეობის ხარჯები გაზრდილია. იმისათვის რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა შემცირდეს, ქვეყანა უნდა გაიზარდოს ეკონომიკურად. რაც შეეხება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ეს ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული და ძირითადად მიგრანტების ეფექტია, სამწუხაროდ ამ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ერთვის. სამწუხაროდ, მოქალაქეები უფრო გრძნობენ ფასების ზრდას, ვიდრე ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს, ამას სჭირდება გარკვეული დრო“,  აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.


საბანკო ექსპერტი ლია ელიავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  ე.წ შავ სიაში ადამიანების რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი ინფლაციაა, სიაში კი ძირითადად შეჭირვებული ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც მცირე მოცულობის სესხებიც კი ვერ დაფარეს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა არათუ ორნიშნაა, არამედ უკან-უკან მიდის.


„თანხის მოცულობაზე მეტად, საგანგაშო იმ ადამიანების რაოდენობაა, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, რადგან აქ არის შეჭირვებული ადამიანები, რომლებმაც ვერ გადაიხადეს მცირე მოცულობის სესხები. მიუხედავად საქსტატის ინფორმაციისა, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ე.წ შავ სიაში ადამიანების რაოდენობის წლიდან წლამდე გაუარესების მთავარი მიზეზი არის ინფლაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ერევა. მეორე მიზეზია, რომ მოსახლეობის შემოსავლები ვერ იზრდება, მესამე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომლითაც სებ-ი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, თუმცა მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე, რადგან სესხები ამაზეა მიბმული და ხალხის ხარჯი იზრდება. მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციური მოლოდინი ბიზნესის მხრიდან, რაც ზრდის მათი მხრიდან  ფასებს და ასევე მოსახლეობის მხრიდან ინფლაციის მოლოდინი, რის გამოც ისინი ცდილობენ ხელმომჭირნედ ხარჯონ, რაც აქვთ. ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს, ანუ მოსახლეობა ან ვერ იხდის სესხს, ან არ იხდის, რადგან ეშინია, რომ საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არათუ ორნიშნაა, არამედ უკან-უკან მიდის“,  ამბობს ლია ელიავა. 



„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. მედიაჰოლდინგმა კითხვებით ეროვნულ ბანკს და სფეროს სხვა სპეციალისტებსაც მიმართა, მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


თეგები:
შავი სია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up