სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

access_time2020-10-27 19:00:24

1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.

 

დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.

 

თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო ხელი, როდესაც არაღიარებული რესპუბლიკა ამისთვის სრულიად მოუმზადებელი იყო.

 

აფხაზეთში არც საწოლების საკმარისი რაოდენობა არის, არც სამედიცინო პერსონალია მომზადებული, არც რეანიმაციაა ადეკვატური, არც ტესტები, არც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

 

შედეგად, აფხაზეთში, სადაც 220 000 ადამიანი ცხოვრობს, დაავადებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 30 ადამიანია. თუმცა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ეს ალბათ ტურიზმის საზღაურია.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სოხუმში მობილური ჰოსპიტალის გაშლა მოუწია, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის აპარატებით და სხვა აუცილებელი ტექნიკით. მას 150 პაციენტის მიღება შეუძლია.

 

ჰოსპიტალში მოსკოველი ექიმები მუშაობენ. პარალელურად ყირიმიდან ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხების სპეციალისტები 11 სატვირთო მანქანით ჩამოვიდნენ - ისინი სხვადასხვა ობიექტის დეზინფიცირებას ახდენენ.

 

ჟურნალისტების ინფორმაციით, პაციენტები დიდ სირთულეებს აწყდებიან.


 

„კარანტინთან ბრძოლის სისტემა საერთოდ არ მოქმედებს. აფხაზეთში სრული ქაოსია, ცხელი ხაზები არ მუშაობს, კომპიუტერული ტომოგრაფები თითქმის არაა. მდგომარეობას მხოლოდ სოციალური კონტაქტები შველის - ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. სისტემას რომ მიენდო არაფერი გამოვა“  - ამბობს ერთ-ერთი სოხუმელი ჟურნალისტი,

 

ვინც სახლში მკურნალობს, ამას თავისი ხარჯით აკეთებს, წამლები ძალიან ძვირია - პრეპარატები აფთიაქებში კი არის, თუმცა, მოსახლეობას ფული არ აქვს. ეს არა მხოლოდ ცალკე აღებულ მოქალაქეებს ეხება, არამედ ბიუჯეტსაც.

 

ეს პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც აღიარა.

 

„ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენ მნიშვნელოვნად გავღარიბდით, მოსახლეობის შემოსავლები 30%-ით შემცირდა, 2020 წლის მეორე ნახევარში სამუშაო ადგილების რაოდენობა 30%-ით შემცირდა და სამუშაო მხოლოდ 38 000 ადამიანს აქვს. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გაგრძელდება“ - განაცხადა მან.

 

აფხაზებს ასევე სერიოზული პრობლემები ენერგეტიკაში შეექმნა - რესპუბლიკაში დენის გადასახადს არავინ იხდის, ეს მაშინ, როდესაც 1 კილოვატ საათი 40 კაპიკი ღირს.

 

„ასეთი დაბალი ფასი არა თუ მსოფლიოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის გაზის და ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებშიც კი არ არის. რატომ გადავწყვიტეთ, რომ ისეთი მდიდრები ვართ, რომ მოსახლეობამ ეს 40 კაპიკისც კი არ უნდა გადაიხადოს?“ - ვერ მალავს აღშფოთებას ბჟანია.

 

ამ ყველაფერს ენერგეტიკაში ფულის მწვავე დეფიციტი ემატება, რომელსაც ერთი უცნაური კანონი აღრმავებს - აფხაზეთში რატომღაც აკრძალულია ინვესტირება ენერგოსისტემის ყველა ელემენტში.

 

„ამიტომაც, ჩვენი ენერგეტიკა ჩიხში შევიდა“ - განაცხადა ასლან ბჟანიამ, რომელიც ამ კანონის მიღების წინაამღდეგი იყო.

 

მოკლედ, აფხაზეთს უახლოეს წლებში არც ეკონომიკური ზრდა და არც პანდემიით მიყენებული ზარალის კომპენსირება ელის. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთში აფხაზეთში საახალწლო ტურპაკეტების გაყიდვა დაიწყო. ეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოები კოვიდ-პაციენტებით სავსეა.

 

ამავე დროს აფხაზეთში დახურულია რესტორნები, საუნები, სპა-სალონები, სკოლები და ბაღები.

 

ასე რომ, თუ რუსები საახალწლოდ პანდემიის პირობებში ზღვაზე გამგზავრებას მოისურვებენ, სავარაუდოდ ისინი უპირატესობას სოჭის და კრასნოდარის მხარის  უფრო უსაფრთხო კურორტებს მიანიჭებენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მოიძებნოს ექსტრემალები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრებიან.

 

 

წყარო: rosbalt


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up