სად და რამდენად იყიდით პასქას და კვერცხს – სააღდგომო ფასები

სად და რამდენად იყიდით პასქას და კვერცხს – სააღდგომო ფასები

person access_time2017-04-13 19:30:49

წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 16 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელ პროდუქტებს, თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში განსხვავებული ფასი აქვს.


სააღდგომო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი წითლად შეღებილი კვერცხია. ბაზარში, ერთი ცალი კვერცხის ღირებულება 25 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს. თუ სააღდგომოდ, 30 კვერცხის შეღებვას გადაწყვეტთ, ბაზარში ამ რაოდენობის კვერცხის საყიდლად მინიმუმ, 7-8 ლარი დაგჭირდებათ. თბილისში არსებული ჰიპერმარკეტებიდან ყველაზე იაფად 23 თეთრად, "კარფურის" ქსელში "კოდას" კვერცხს შეიძენთ. 30 თეთრი ღირს "კოდას" თეთრი შეფერილობის კვერცხი "სმარტის" ქსელში. შესაბამისად, კარფურში იმავე რაოდენობის კვერცხის შესაძენად 7 ლარი უნდა იქონიოთ.


კვერცხის შესაღები ფხვნილი 13.04.17

 

დღესდღობით, თბილისში კვერცხის შესაღები საშუალებების არჩევანი დიდია. თუ კვერცხის შეღებვას ტრადიციულად, ენდროთი აპირებთ, ბაზარში ერთი კონა ენდროს ფასი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობს. 30 კვერცხის შესაღებად, იმისათვის, რომ კვერცხი კარგი შეფერილობის იყოს, 2 კონა ენდრო დაგჭირდებათ. თუ ენდროს შეძენას ბაზარში გადაწყვეტთ, ამისთვის 1 ლარიდან, 1,5 ლარამდე უნდა გაითვალისწინოთ. ენდრო იყიდება ჰიპერმარკეტ "სმარტის" ქსელშიც. ერთი კონა ენდრო იქ, 65 თეთრი ღირს. კარფურში კი ენდროს კონები წონით იყიდება და ერთი კილოს ღირებულება 7,8 ლარია.

ენდრო 13.04.17

წითელი ფერის საღებავი ფხვნილის ღირებულება, ბაზარში 70 თეთრიდან 1 ლარამდე იცვლება. ბაზარში კვერცხის შესაღებ ფხვნილს პლასტმასის ჭიქებით ყიდიან. გამყიდველები ვერ აკონკრეტებენ ზუსტად რამდენი გრამი საღებავი თავსდება ჭიქაში, თუმცა ამბობენ, რომ 30 კვერცხის შესაღებად საკმარისია. დაფასოებული საღებავები იყიდება ჰიპერმარკეტ "გუდვილში". წითელი შეფერილობის საღებავების ფასი, "გუდვილის"ქსელში 2 ლარიდან იწყება. როგორც ამ ფასიანი საღებავის შეფუთვაზეა დატანილი, ის 50 კვერცხის შესაღებადაა საკმარისი და არ არის ტოქსიკური.


კვერცხის შესარები ფხვნილი "გუდვილში" 13.04.17


თუ კვერცხის სხვადასხვაფრად შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, "გუდვილში" 5 ფერიანი საღებავი ფხვნილების შეძენას შეძლებთ. მათი ფასი 3,5 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული კი 9,75 ლარი ღირს და 15 კვერცხის შესაღებადაა გათვლილი.

 

სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი სააღდგომო პასქაა. პასქების ფასი მაღაზიებში წონის, შემადგენლობისა და გაფორმების მიხედვით იცვლება. პასქების ფასი "კარფურში" 4,95 ლარიდან იწყება. ამ ფასად, "სანდომის" 750 გრამიან პასქას შეიძენთ. "კარფურის" წარმოებული 800 გრამიანი პასქა კი 6,5 ლარი ღირს და ქიშმიშს შეიცავს.

 

6,5 ლარად "გუდვილში 500 გრამიან პასქას შეიძენთ, 1 კგ პასქა კი 11,50 ლარი ღირს. "გუდვილში". პაქსების ნაწილს, საბავშვო გაფორმება აქვს. 850 გრამიან ასეთ პასქას 12,90 ლარად შეიძენთ, უფრო მომცრო ზომისას კი - 8,90 ლარად. "ტკბილი ქვეყნის" მოზრდილი პასქებს კი, რომლებსაც ზემოდან შაქრის ფხვნილი აქვს მოყრილი მაღაზიებში 7,5 ლარად შეიძენთ.

 

"სმარტში" წელს, მხოლოდ მათი წარმოების პასქები გაიყიდება. 500 გრამიანი პასქის ღირებულება "სმარტში" 6,50 ლარია. ერთ კილოიან პასქას კი სააღდგომო გაფორმებით, "სმარტში" 12 ლარად შეიძენთ.

 

"გუდვილის" პასქა საბავშვო გაფორმებით 13.04.17


თუ სურვილი გაქვთ, უცხოური წარმოების პასქა შეიძინოთ, გუდვილში იტალიური პასქის ფასი, რომელიც 900 გრამს იწონის და ქიშმიშსა და ცუკატებს შეიცავს, 15,40 ლარი ღირს. 750 გრამიან იტალიური პასქის ფასი კი "გუდვილში" 12,60 ლარია. პაეტონის ქიშმიშიან პასქას, რომელიც ქაღალდის ყუთშია შეფუთული, "კარფურში" 13,75 ლარად შეიძენთ.

პასქა "კარფურში" 13.04.17


თუ სააღდგომოდ სასაჩუქრე ნაკრებს ეძებთ, "გუდვილსა" და "სმარტში" იპოვით. "სმარტში" სასაჩუქრე კალათის ფასი 42 ლარიდან 64-მდე მერყეობს. კალათში მოთავსებულია ღვინო, სააღდგომო პასკა და ტკბილეული. გუდვილში კი დიდი ზომის, შოკოლადის კვერცხის შეძენას შეძლებთ. მათი ფასი 54 ლარიდან იწყება.

შოკოლადის კვერცხი "გუდვილში" 13.04.17




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up