„ფრონტერას“ ხელმძღვანელი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს: „არბიტრაჟმა მათ ძირითადი ფინანსური მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა“

„ფრონტერას“ ხელმძღვანელი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს: „არბიტრაჟმა მათ ძირითადი ფინანსური მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა“

access_time2020-04-30 18:30:08

„მხოლოდ უცხოელი იურისტების მომსახურებაში 30 000 მილიონზე მეტი ლარი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ამ არბიტრაჟისთვის და ამას ემატება ცალკე კონსულტანტებისთვის გაღებული ხარჯები. შედეგად მიიღეს ის, რომ ყველაზე დიდ ამერიკელ ინვესტორს ხელი შეუშალეს საქმიანობაში და ტყუილად გადაყარეს ამხელა ფული. არბიტრაჟმა სახელმწიფოს ძირითადი ფინანსური მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს რაღაც მოიგეს.“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“Frontera Resources-ის დირექტორმა ზაზა მამულაიშვილმა განაცხადა.


2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს.


საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა. - ამის შესახებ განცხადება ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა.



ამ განცხადებებს, ზაზა მამულაიშვილი არ მიესალმება, რადგანაც განმარტავს, რომ ძირითადი ფინანსური მოთხოვნები არბიტრაჟმა სახელმწიფოს არ დაუკმაყოფილა და რაც მთავარია ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მოთხოვნაშიც, კორპორაციამ წარმატებას ვერ მიაღწია საერთაშორისო ტრიბუნალზე. შესაბამისად, მისი აზრით ეს სახელმწიფოს გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.


„სახელმწიფოს  მოთხოვნების დიდი უმრავლესობა საერთაშორისო არბიტრაჟმა არ დაუკმაყოფილა და გაუგებარია სად ჩანს სახელმწიფოს მოგება „ფრონტერას“ წინააღმდეგ. მთავრი რაც იყო, არცერთი ფინანსური მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა  სახელმწიფოს სასამართლომ,ის მოთხოვნები რასაც 2013 წლიდან გვედავებოდნენ,  თითქოს ჩვენ ნავთობის და გაზის პროდუქცის განაწილებას არასწორად ვახდენდით სახელმწიფოსთან, თითქოს სახელმწიფოს არ ვუხდიდით მის კუთვნილ თანხებს. მათი მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა აღემატებოდა 100 მილიონ დოლარს - ამაზე უარი უთხრეს.  გარდა ამისა, ითხოვდნენ ხელშეკრულების გაუქმებას, ესეც არ დაუკმაყოფილდათ. სამაგიეროდ, ამ მოთხოვნიდან სასამართლომ სახელმწიფოს დაუკმაყოფილა ძალიან უმნიშვნელო საკითხი, რომელსაც არც კი ვედავებოდით. ჩვენ ყოველ წელს სახელმწიფოს ვუხდით  წიაღის გადასახადის ავანსს და ეს ავანსი, რომელიც არ შეადგენდა დიდ თანხას და დაახლოებით 200 000 დოლარის ოდენობისაა,  უნდა გადაგვეხადა.  უბრალოდ, სახელმწიფოს ჩვენი ვალი აქვს და ვეუბნებოდით, რომ ამ თანხაში გაქვითულიყო ის ვალი. არბიტრაჟმა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა სახელმწიფოს.


 კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ, რომ ყველა ეს მოთხოვნა სახელმწიფოსგან დაწყებლი 2013 წლიდან ჩვენს მიმართ, იყო უსაფუძვლო. მუდმივმა მუქარის წერილებმა კი შეაფერხა ჩვენი სამუშაოები - ისე ვერ გავზარდეთ ჩვენი პროგრამა, იმდენი რესურსი ვერ ავითვისეთ.  ეს ყველაფერი იყო უსაფუძვლო, რასაც გვიკეთებდა სახელმწიფო. რა მოიგეს მაშინ? არასწორი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება უნდათ საზოგადოებაში, თითქოს რაღაც მოიგეს“ - განმარტავს ზაზა მამულაიშვილი.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგო.

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up