ტეხასის სამედიცინო პერსონალთა ასოციაციამ კორონავირუსით დაინფიცირების რისკის შემცველი აქტივობების ცხრილი გამოაქვეყნა, სადაც რისკები 10 ბალიანი სისტემით არის შეფასებული.
ტეხასის სამედიცინო პერსონალთა ასოციაცია Covid – 19-ით დაინფიცირების ყველაზე რისკის შემცველ აქტივობად, ბარში წასვლას, დიდ მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრებას, სპორტულ სტადიონზე წასვლას და რელიგიურ ღონისძიებებზე წასვლას ასახელებს და 9 ბალით აფასებს.
შემდეგ ადგილზე ყველაზე საფრთხის შემცველ აქტივობად სპორტ დარბაზებში, გასართობ პარკებში და კინო - თეატრებში სიარულს ასახელებს და 8 ბალით აფასებს.
9-დან 7 ბალით ფეხბურთის თამაში, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა ან გადაკოცნაა შეფასებული.
6 ბალით სალონში წასვლა, რესტორნის დახურულ სივრცეში კვება, ქორწილზე ან დაკრძალვაზე დასწრება და თვითმფრინავით მოგზაურობაა შეფასებული.
5 ბალით კვირის განმავლობაში ოფისში მუშაობა, აუზზე ცურვა, ბავშვების სკოლაში ან ბაღში გაშვება და მეგობრის ან ნათესავის სახლში მონახულებაა შეფასებული.
4 ბალით ქალაქის ცენტრში გადატვირთულ ადგილას სეირნობა, სახლში სტუმრებთან ერთად ვახშამი და ზღვაზე დასვენებაა შეფასებული.
3 ბალით სასტუმროში 2 ან მეტი ღამით დარჩენა, ექიმის მოსაცდელში ყოფნა, მუზეუმში ან ბიბლიოთეკაში სიარული და რესტორნის ღია სივრცეში კვებაა შეფასებული.
2 ბალით სურსათის მაღაზიაში სიარული, მეგობრებთან ერთად სეირნობა და სირბილია შერასებული.
ყველაზე უსაფრთხო აქტივობად კი ლაშქრობა, ბენზინის ჩასხმა და რესტორნიდან საკვების გატანის სერვისია დასახელებული და 9 იდან 1 ბალი აქვს მინიჭებული.