სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში

სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში

access_time2021-07-21 12:00:01

აჭარის ზღვის აკვატორიაში ჩატარებული კვლევებით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ აჭარის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა გურანდა ბაგრატიონმა უთხრა. მისი ინფორმაციით, სანაპირო ზოლში, 13 ივლისს სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე კვლევით დადასტურდა, რომ ყველაზე სუფთა წყალი კვარიათში, სარფში, გონიოსა და ბობოყვათშია.


,,ზღვის წყლის სინჯების აღება მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის განსაკუთრებით ზაფხულში ვატარებთ პერიოდულად. ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგი დამაკმაყოფილებელია. კვლევა მოიცავს ბათუმის ცენტრალურ სანაპიროს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს,  მწვანე კონცხს, ბარცხანას, ბობოყვათსა და ქობულეთის ცენტრალურ სანაპიროს. მართალია, ზოგიერთ ადგილას ბაქტერიული მონაცემები მაღალია, მაგრამ ზღვრულ ნორმას არ აღემატება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ბათუმის ცენტრალური სანაპირო და ბარცხანა, სადაც მეტი დაბინძურებაა, მაგრამ ნორმაშია და ამ მხრივ საშიში არ არის, დამსვენებელს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა გურანდა ბაგრატიონმა.  


მისივე განმარტებით, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაჩვენებლის ნორმა ზღვის წყლის 1 ლიტრში არის  10 000, ხოლო კვლევის შედეგით, ეს მაჩვენებელი ზოგიერთ ტერიტოპრიაზე მაქსიმუმ 2400–დან მინიმალურ მაჩვენებლებამდე მერყეობს.


,,ზღვის წყალი ყველაზე სუფთაა კვარიათში, სარფში, ბოლოყვათსა და მწვანე კონცხზე.  ქობულეთშიც მეტნაკლებად ნორმაშია. სიტუაცია თანდათან უმჯობესდება, დაბინძურების კერები კიდევ არსებობს, მაგრამ აშკარად უკეთესი სიტუაციაა იმასთან შედარებით, რაც ბოლო წლებამდე იყო. გარდა ამისა,  2021 წლის მონაცემით, ჩამდინარე წყალზე არ გვქონია მომატებული შემთხვევები, გასულ წლებში გვქონდა. ბოლო სინჯი ჩამდინარე წყლებზე გავაკეთეთ 13 ივლისს. ხარისხთან დაკავშირებით, რა მონაცემებიც გვაქვს, დამაიმედებელია, შეიძლება თქმა, რომ საბანაო წყლის ხარისხი ნორმასთან შესაბამისობაშია“, - თქვა ,,კომერსანტთან“ საუბარში ბაგრატიონმა.



წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არც დამსვენებლებს აქვთ, თუმცა საუბრობენ, რომ სანაპიროებზე, მათ შორის, ბათუმის ტერიტორიაზე, ანტისანიტარია აშკარად თვალშისაცემია.


,,სიბინძურე არ არის, მაგრამ არც ისეთი სიტუაციაა, რომ სანაპიროებზე განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა იგრძნობოდეს. სიგარეტის ნამწვავები, პლასტმასის ბოთლები და, წარმოიდგინეთ, გამონაცვალი პამპერსები ყოველდღიურობის ნაწილია, რასაც ყველა დამსვენებელს უქმნის დისკომფორტს. თუმცა წყალი კარგია, მეტი სისუფთავეა, ვიდრე წინა წლებში იყო, ზომები ნამდვილად ტარდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, სხვა შემთხვევაში, ზღვაზე დასვენებას ნამდვილად მოვერიდებოდი. კარგი იქნება, წყალთან ერთად, სანაპირო ზოლის სისუფთავეც თუ გაკონტროლდება“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრიდას ეკა კორძაძემ, თბილისელმა დამსვენებელმა.


შეგახსენებთ, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე სინჯების აღებას აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს.  


ზღვის წყალს შემდეგ მაჩვენებლებზე იკვლევენ: ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებს, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირებს, კოლიფაგს, ფეკალურ სტრეპტოკოკს, ოქროსფერ სტაფილოკოკს, პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს, მათ შორის, სალმონელას.


ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო სინჯებს სეზონის განმავლობაში კიდევ რამდენიმეჯერ აიღებს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up