სად არის

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

access_time2021-10-24 18:00:28

საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.

 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების პროცესში. საუდის არაბეთზე მოდის ასევე არაბული ქვეყნების ნავთობის მარაგის 31,1% - ამ დროისთვის ახლო აღმოსავლეთში ნავთობის რაოდენობა 860 მლრდ. ბარელია. ის ასევე ოპეკ-ის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა - მასზე კარტელში გაერთიანებული სახელმწიფოების მარაგების 21,6% მ ოდის. ამ დროისთვის ოპეკ-ის მთლიანი პოტენციალი 1,2 ტრლნ.ბარელია.

 

პირველ ადგილზე ვერ გავიდა ვერც ერთი მდიდარი არაბული ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ სწორედ მათ მიიღეს ყველაზე დიდი სარგებელი "შავი ოქროს" მოპოვების და ექსპორტისგან. პირველ ადგილზე მსოფლიოში ნავთობის მარაგების მიხედვით დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, არასტაბილური და კრიმინალის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე საშიშიქ ვეყანა - ვენესუელა გავიდა. მის ტერიტორიაზე ნავთობის დადასტურებული მარაგი 303, 6 მლრდ. ბარელს შეადგენს, რაც ერთ სულ მოსახლეზეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მოსახლეობა 28 მლნ. ადამიანია.

 

ვენესუელასა და საუდის არაბეთთან ერთად, პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ირანი (208,6 მლრდ. ბარელი, მსოფლი ომარაგების 13,5%), და ერაყი (145 მლრდ. ბარელი, 9,4%).

 


გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა ქუვეითს გაუსწრო და რეიტინგში მეოთხე ადგილზე გავიდა. მის მიწაში ინახება 107 მლრდ. ბარელი ნავთობი (მსოფლიოს მარაგების 6,2%), ქუვეითში კი 101,5 მლრდ, ბარელი (6,6%).

 

მეშვიდე ადგილზეა რუსეთი - 80 მლრდ. ბარელი (5,2%), შემდეგია ლიბია 48,4 მლრდ. (3,1%). მე-9 ადგილზეა აშშ - ამერიკის დადასტურებული მარაგი 44,5 მლრდ ბარელს შეადგენს (2,9%), ათეულის ბოლო ადგილზეა ნიგერია - 36,9 მლრდ. ბარელი (2,4%).

 

აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი არ ითვალისწინებს ფიქალის ნავთობის მარაგებს, რის გამოც შტატების პოზიციები შედარებით სუსტია.

 

ათეულში ასევე ვერ მოხვდა კანადა სწორედ იმიტომ, რომ მისი მარაგების დიდი ნაწილი სწორედ ფიქალის ნავთობზე მოდის.

 

2020 წლის მანძილზე ნავთობის მსოფლიო მარაგი 2, 6 მლრდ, ბარელით, ანუ, 0,2%-ით გაიზარდა, ძირითადად გაერთიანებულ საემიროებში ახალი საბადოების აღმოჩენის წყალობით.



ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო:AlArabiya





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up