სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის პასუხი

სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის პასუხი

access_time2022-01-18 10:00:22

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანა 4.3 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, საიდანაც 3.78 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, მათ შორის, 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს, 486.6 მლნ კი სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია. რეზერვები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვებმა 8.7%-ით მოიმატა (+$343.7 მლნ). ისტორიულ მაქსიმუმს რეზერვებმა ბოლოს 2021 წლის მაისში მიაღწია – 4.153,5 მლნ დოლარი.



გასულ წელს ეროვნული ბანკი აქტიური იყო სავალუტო აუქციონებზეც. წლის განმალობაში სებ-მა ბაზარს 332.9 მლნ დოლარი მიაწოდა. ბოლო ინტერვენცია სექტემბრის მიწურულს განხორციელდა. 2020 წელს სავალუტო აუქციონების გზით სებ-მა $873 მილიონზე მეტი გაყიდა. სულ პანდემიის დაწყებიდან ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.



ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკი ცდილობს თანხების ქვეყნის გარეთ დაბანდებას, თანაც ძირითადად გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციებში. თუმცა, სებ-ში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებულია მაღალლიკვიდურ და დაბალი საკრედიტო რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში და მოკლევადიან საბანკო დეპოზიტებში, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებში.




„საერთაშორისო რეზერვების დეფინიცია იმთავითვე ნიშნავს, რომ რეზერვები განთავსებულია [დაბალი რისკის მქონე მაღალლიკვიდურ] უცხოურ ფინანსურ აქტივებში, საყოველთაოდ აღიარებულ თავისუფლად კონვერტირებად სარეზერვო ვალუტებში. ქვეყნის შიგნით ინვესტიციები საერთაშორისო რეზერვებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, ასეთი უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს, კანონითაც არ აქვს. ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებულია მაღალლიკვიდურ და დაბალი საკრედიტო რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში და მოკლევადიან საბანკო დეპოზიტებში, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებში“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.



ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს სავალუტო რეზერვები განთავსებულია სუვერენულ ბონდებში (აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, შვედეთის და სხვა სახაზინო ვალდებულებები); სუპრანაციონალური ფასიან ქაღალდებში (European Investment Bank, Bank for International Settlements, African Development Bank, Asian Development Bank Manila, EUROFIMA Basel, International Finance Corporation და ა.შ.); სააგენტოს ფასიან ქაღალდებში (Bank Nederlandse Gemeenten Den Haag, CPPIB Capital Inc Toronto, CDP Financial In Montreal, Agence Francaise de Developpement Paris, Kreditanstalt fuer Wiederaufbau Frankfurt, Svensk Exportkredit AB Stocholm, Royal Bank of Canada, Kommuninvest I Sverige AB Orebro, Province of Alberta Canada, Korean Development Bank და სხვა).



საპროცენტო განაკვეთები კი თითოეული საინვესტიციო კატეგორიისთვის შემდეგია: სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.125%-5.75%; სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.25%-6%; სააგენტოს ფასიანი ქაღალდები - 0.25%-5.25%.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up