„საცხოვრისის პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს განსახორციელებელია, მუნიციპალურ დონზე არსებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ“, - თბილისის მერია

„საცხოვრისის პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს განსახორციელებელია, მუნიციპალურ დონზე არსებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ“, - თბილისის მერია

access_time2021-03-17 13:35:32

„უსახლო ხალხი და უხალხო სახლები“ - პრობლემა, რომელიც წლებია საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. საცხოვრისი საკითხი, დღემდე ასობით ადამიანისთვის მოუგვარებელია და მათ დიდი ნაწილს ღამის გათევა, ღია ცის ქვეშ, პარკებში, ბორდიურებზე და მიტოვებულ სახლებში უწევთ.

 

რამდენიმე დღის წინ „კომერსანტი“ გიყვებოდათ კონკრეტულ ისტორიებს ადამიანების შესახებ, რომელებიც გარკვეული მიზეზების გამო სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა დარჩნენ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულმა ერთადერთმა თავშესაფარმა, ბებო ვერ მიიღო, მიზეზი იყო ის, რომ ასაკოვან ქალს თავის მოვლა არ შეეძლო. ლილოს თავშესაფარში, ვერც შუა ხნის ასაკის კაცი მოხვდა, მიზეზი მისი არაფხიზელი მდგომარეობა იყო, თავშესაფარს კი თავის წესები აქვს.

 

მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უსახლკაროების პრობლემას ვერ ხედავს, ქვეყანას კი წლებია საცხოვრისის პოლიტიკა არ აქვს. „კომერსანტი“ დაინტერსდა როგორი საკითხზე სახელმწიფო უწყების პოზიცია. თემაზე მედიაჰოლდინგთან თბილისის მერიიის ჯანდაცვის და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი საუბრობს:


   როგორია თბილისის მერიის პოლიტიკა უსახლკარო ადამიანებთან დაკავშირებით?

 

თბილისის მერიამ უსახლკაროთა პოლიტიკა 2015 წლიდან დაიწყო და მუდმივად ხორციელდება. უსახლკარო პირების განთავსება ლილოს 240 ადგილიან თავშესაფარში ხდება. თავშესაფარში ადამიანების მოთავსება ხორციელდება პატრულის დახმარებით ან თვითდინებით. დაწესებულებაში მოსახვედრად წინაპირობა არ გვაქვს, გადაუდებელ შემთხვევებშიც კი შესაძლებელია ეს ადამიანები თავშესაფარში მოთავსდნენ, სადაც უზრუნველყოფილები არიან პირველად დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, სადილით და სამედიცინო მომსახურებით.

 

ეს არის განთავსების ერთი მხარე, ხოლო მეორე მხარე არის უშუალოდ უკვე უსახლკარო ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭება. შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინსიტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არის მერიაც. ადამიანი მოგვმართავს უსახლკარობის სტატუსის მონიჭების მოთხოვნით, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამის შემდეგ ინფორმაციის მოპოვება ხდება ამ პირის ქონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ხდება ან არგუმენტირებული უარის თქმა ან სტატუსის მინიჭება.

 

  — არის თუ არა დედაქალაქის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა მიმართული იმისკენ, რომ ადამიანი სიღარიბიდან ამოიყვანოს?

 

ლილოს თავშესაფარი არის თავშესაფარი, რაც განკუთვნილია იმისთვის, რომ ადამიანებს საცხოვრებელი მივცეთ, რათა მათ შემდგომში უსახლკარობის პრობლემა არ ჰქონდეთ და ფიქრი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაიწყონ. თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს და შიმშილის პრობლემა უდგას, შემდგომ განვითარებაზე ვერ იზრუნებს. ეს არის სწორედ ამ თავშესაფრის პირველი ფუნქცია. რაც შეეხება მეორე ფუნქციას - დაწესებულებაში ადამიანები იღებენ ფსიქოლოგის კონსულტაციას და არის ე.წ. სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. პროგრამები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ ამ ადამიანებს. ცხადია ამ მიმართულებით ინდივიდუალური შესწავლა ხორციელდება, შემდგომ ამ ადამიანებისათვის შესაბამისი პროფესიული გადამზადების შეთავაზება ხდება, შეიძლება მოხდეს დასაქმების შეთავაზება.

 


  — თვითმოვლის უნარის არ მქონე პირები, ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანები ლილოს თავშესაფრის სერვისით ვერ სარგებლობენ. რამდენად პასუხობს მოქმედი კანონმდებლობა არსებულ გამოწვევებს

 

ეს არ წარმოადგენს მერიის კომპეტენციას, რეაბილიტაციის პროგრამების განმახორციელებელი ჯანდაცვის სამინისტრო გახლავთ.

 

  — ეს ადამიანები ქუჩაში რჩებიან?

 

რა თქმა უნდა არა, იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები რეაბილიტაციის პროგრამაში ერთვებიან, ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. შესაბამისად იქ სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენება ხდება.

 

  — თბილისის მერიას აქვს თუ არა სტატისტიკა და როგორია რიცხვები?

 

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვმართა 12 500 -მა ადამიანმა, აქედან 1 711 ადამიანს უსახლკაროს სტატუსი მიენიჭა. ძირითადი ნაწილი სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილდა ან შეიძლება თავშესაფარში განთავსების შეთავაზება მიიღეს. იყვნენ ოჯახები, რომლებმაც თავშესაფარზე უარი თქვეს, თუმცა გამგეობებს ე.წ. ქირით გაყვანის პროგრამა აქვს და ამ პროგრამით ისარგებლეს. არიან ისეთი ოჯახები, რომელთაც „შეჭრილ“ ოჯახები ეძახიან, მათ  ის არსებული ფართები დაუკანონდათ.

 

  — როგორ თვლით არის თუ არა აღნიშნული სერვისები მოკლევადიანი და ითვალისწინებს თუ არა ბენეფიციარების გაძლიერების ელემენტებს?

 

სერვისები დასავლეთში არსებულ სერვისებს, რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ პრაქტიკულად არის იგივე.  შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ რომ ადამიანები თავშესაფარში არიან დროებით, მაგრამ  ეს დროებით განთავსება შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენთან ბევრი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა, მათ შორის იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ იგივე რომში, სადაც კარგად არის თავშესაფრების სისტემა განვითარებული 60- 70 პროცენტი ბენეფიციარების, განსაკუთრებით პენსიონრები ამ თავშესაფრებით მუდმივად სარგებლობენ. ანუ ადამიანები, რომელებიც ვეღარ ახდენენ თავიანთი თავის რეალიზებას დამოკიდებულები თავშესაფარზე ხდებიან. ამ ადამიანებს გარეთ არავინ გააგდებს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლის ბოლომდეც მოხდეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რათა ელემენტარული პირობებით იყვნენ დაკმაყოფილებულები. თუმცა ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებმა თავიანთი უნარ-ჩვევებით ბინის შეძენა შეძლეს.

 

  — არის თუ არა საკმარისი არსებული სერვისი და რესურსი ადამიანების რეალურად გაძლიერებისთვის?

 

საცხოვრისის პოლიტიკა, უფრო ჯანდაცვის სამინისტროს განსახორციელებელია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ის სერვისები რაც მერიაში დღეისათვის არსებობს ამ ეტაპზე იმ საჭიროებას რაზეც არის მოთხოვნა აკმაყოფილებს. იგივე ლილოს თავშესაფარში, რომელიც 240 ადამიანზე გათვლილი და ერთ-ერთი საუკეთესოა, თუნდაც თავისი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით, ზამთრის სეზონზე დაწესებულებაში ადამიანის მაქსიმალური რაოდენობა 170 იყო. შესაბამისად რესურსი არსი, თუ საჭიროება იქნება, ცხადია რესურსების დამატების საკითხიც დადგება, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up