საცხოვრებელი შენობების უსაფრთხოება მუნიციპალურ ინსპექციებს დაევალება

საცხოვრებელი შენობების უსაფრთხოება მუნიციპალურ ინსპექციებს დაევალება

access_time2021-10-12 12:55:26

მუნიციპალური ინსპექციების უფლებამოსილება ფართოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამშაბათს, 12 ოქტომბერს განაცხადა. მან  ბათუმში მომხდარი ნგრევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა კონტროლის გამკაცრებისა, მოქალაქეებსაც მეტი პასუხისმგებლობა მართებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.



,,ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოვოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე - მუნიციპალური ინსპექციების, რათა მათ მეტი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და მოქალაქეებს - უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #13 კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.  




სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში  გარდაიცვალა.



ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა. სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up