საცხოვრებელი სახლების გაყიდვა შემცირდა, ფასები გაიზარდა

საცხოვრებელი სახლების გაყიდვა შემცირდა, ფასები გაიზარდა

access_time2019-11-07 19:45:29

TBC Research საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის 9 თვის ანალიზს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები შემცირებულია როგორც რაოდენობის, ისე ფართის მიხედვით.


კერძოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაყიდული აპარტამენტების რაოდენობამ თბილისში 8,204 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ითაა შემცირებული. გაყიდული ფართის მოცულობამ 551,000 კვ.მ შეადგინა, კლება 11.4% (y.y).


მაშინ როდესაც წლიური შემცირება გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას მაღალი ბაზის გამო 2018-ში, როდესაც ორივე - მოთხოვნაც და მიწოდებაც მაღალი იყო, იპოთეკური სესხებით, მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებებიდან გამომდინარე. გაყიდვები კვარტალურადაც შემცირებულია, რასაც TBC Research სეზონურობით ხსნის. მეორე მხრივ ბაზრის აქტივობა კვლავ ძლიერი რჩება 2017 წელთან შედარებით.


ახალი საცხოვრებლების წილი კვლავ უფრო დიდია ტრანზაქციებში (64-64% გაყიდული რაოდენობისა და ფართის მიხედვით). მიმდინარე წლის 9 თვეში მომხმარებლებმა 15,108 ახალი სახლი შეიძინეს, ჯამური 1.1 მლნ კვ.მ-ით თბილისში, რაც შესაბამისად, 1.9% და 2.5%-ით არის შემცირებული (y.y).


9 თვეში შემცირება უფრო დიდი იყო ძველი სახლების შეძენაზე, ჯამში გაიყიდა 9,392 სახლი (კლება 7.8%; y.y ), რომლის ჯამურმა ფართმა 600,000 კვ.მ შეადგინა (კლება 2.5% y.y).


ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებამ შედეგად მოთხოვნის შემცირება გამოიწვია საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. იპოთეკური სესხების ზრდის შემცირებასაც კი თავის მხრივ გაყიდვებში დანაკარგი მოჰყვა. ამის საპრევენციოდ კი დეველოპერები აქტიურად მონაწილეობენ გადახდების შიდა გადანაწილების სქემებზე.



მათი განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ლარში საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა დაიწყო, რამაც ლარის იპოთეკური სესხები უფრო ხარჯიანი გახადა. ხოლო, შემცირებული რეზერვების მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში და სტაბილური ან გამყარებული ლარი შესაძლოა ხელშემწყობი გახდეს უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდისთვის.


TBC Research-ის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მჭიდრო პოლიტიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან ლარის საპროცენტო განაკვეთი 2პ.პ -ით გაიზარდა 8.5%-მდე, რაც შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.


2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია, საერთო ფართით 703,000 კვ.მ (ზრდა 81%; y.y). ეს კი მათი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ სამომავლო მიწოდება გაიზრდება.


ნებართვების გაცემის თვალსაზრისით აქტიური უბნები დიდი დიღომი, გლდანი და საბურთალო იყო.


TBC Research -ის განცხადებით, საერთო ფასის დონე ლარში გაზრდილია, თუმცა შემცირებულია დოლარში, რაც ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებით აიხსნება დოლარის მიმართ. 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარში ფასის ინდექსი 6.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო დოლარში კი 4%-ითაა შემცირებული. ინფლაციასთან კორექტირების შედეგად, რეალური ფასის ინდექსი 4.9%-ითაა გაზრდილი ლარში. საპირისპირო ცვლილება უცხოურ ვალუტაში კი ლარის გაუსაფუსრებით აიხსნება.


მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საშუალო გაყიდვის ფასმა თბილისის აპარტამენტებზე 680$/კვ.მ (კლება 4.6%q.q) და 1970 ლარი / კვ.მ (ზრდა 1.2% q.q) შეადგინა.


ამავე პერიოდში, ახალი საცხოვრებელი ბინების ფასი 5.6%-ით შემცირდა დოლარში (q.q) და 0.1%-ით გაიზარდა (q.q) ლარში, რამაც შესაბამისად $705 და 2,040 ლარი შეადგინა. ძველი სახლების ფასი კი $640 (-2.8%; q.q) და 1,850 ლარი (+4.1% q.q) იყო.


TBC Research ელის, რომ მოკლევადიან პერიოდში, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფასი თბილისის საცხოვრებელი სახლებისთვის ზომიერად შემცირდება.


gbc.ge


თეგები:
TBC Research



ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up