საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს.
“ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.
ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.
“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული სუფრის ელემენტები.