საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

access_time2020-07-08 15:00:41

„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა და 7 ივლისს გაასაჯაროვა.


ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს 8 ივლისს ელოდება. როგორც აკვაპარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი რუსკა ჯიქია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, იმ ფართობზე, რაც Gino Paradise-ს უჭირავს, ხარჯი და შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მომხმარებლისთვის ფასის 15 პროცენტით ზრდა გამოიწვია.


„ჩვენთან 9 ჰექტარი გარე სივრცეებია, ხოლო 12 ათასი კვ მეტრია შიდა სივრცე - შესაბამისად, სირთულეს ჩვენთვის არ ქმნის 6 კვ/მ-ზე ერთი ადამიანის დაშვებაზე შეზღუდვა.  სითულეები გვექმნება მენეჯმენტისა და ფინანსური თვალსაზრისით. დეზობარიერები, ანტისეპტიკური ხსნარები, აღჭურვილობა - ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაგვეზარდა შესყიდვები და ადამიანური რესურსი. საცურაო სივრცეში სტიკერის დატანება, რომ დაიცვან დისტანცია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს დაამენეჯმენტო. ამისთვის ცალკე მარეგულირებელი ადამიანები გვჭირდება. შესაბამისად, 15 პროცენტით გავზარდეთ ღირებულება ვიზიტორებისთვის.


 ჩვენ უკვე ერთი თვეა მზად ვართ გასახსნელად,  ველოდებით ინსპექციას და იმედია მალე გავიხსნებით. ამ რეგულაციების მიხედვით, შემოსასვლელი დეზობარიერით იწყება, მერე ანტისეპტიკური ხსნარების წერტილები თავსდება, აქვე აუცილებელია თერმოსკრინინგი, თანამშრომლებისთვის ბარებთან და სალაროებთან  კოლექტიური დამცავი საშუალებებია საჭირო.  ტერიტორიაზე განლაგდა ურნები, რომელიც არის დახურულ მდგომარეობაში და მხოლოდ ფეხით იღება, ესეც რეგულაციების ნაწილია,“ - განმარტავენ Gino Paradise-ში.  


გარკვეული ცვლილებებით უბრუნდება სამუშაო პროცესს „ოლიმპიური აუზიც“.  როგორც მარკეტინგის განყოფილებაში განმარტავენ რეგულაციების გამო, სეზონის მომხმარებლების შემცირებული რაოდენობით ჩაივლის, რაც აისახება მომსახურების ფასებზე.


„ეს რეგულაციები ჩვენთვის ახალი არ ყოფილა, რადგან ჩვენთან ერთად შედგა ამ რეკომენდაციების შემუშავება. ახლა ვარჩევთ გახსნის სავარაუდო თარიღს და მოვიწვევთ შრომის ინსპექციას. პატარა აუზებისგან განსხვავებით, სადაც უბრალოდ გამდინარე წყლით ხდებოდა აუზების ავსება, „ოლიმპიურ აუზზე“ ყოველთვის ხდებოდა მისი დამუშავება და წყლის მუდმივი ცვლა - ფაქტობრივად ამ წესებს ისედაც ვიცავდით.  რაც შეეხება 6 კვ/მ-ზე ერთი ადამიანის დაშვების შეზღუდვას, ეს გამოწვევს მომხმარებლის შემცირებას, თუმცა ამის რესურსი აუზს მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აქვს. ფაქტია, იმდენ ადამიანს ვერ მოვემსახურებით, როგორც წინა წელს. აუცილებლად, ფინანსურადაც იქნება ხარჯი, ეს ცოტათი ფასებზეც აისახება, თუმცა რადიკალური ზრდა არ იქნება,“ - აღნიშნავენ „ოლიმპიური აუზის“ ადმინისტრაციაში.



 „კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე“ გაზრდილი მოთხოვნის გამო მომხმარებლის დიდ რაოდენობას ელოდებიან, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათი თქმით, საათობრივად და რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.


„ზოგადად, აუზების გახსნაზე მოლოდინი იმხელა იყო, რომ  დიდ რაოდენობას ველოდებით. მომხმარებელლებს დიდი სურვილი აქვთ, რომ იარონ აუზებზე. რაც შეეხება რეგულაციებს, მივყევით ყველა შეზღუდვას, თუმცა იმ რაოდენობის შეზლონგები არ გვეტევა ტერიტორიაზე, რომ მოხოვნაც დავაკმაყოფილოთ და რეგულაციებიც დავიცვათ-  მოხდება მონაცვლეობა. დიდი მოლოდინი ამ სეზონზე არ გვაქვს, მაგრამ რაღაც გარკვეულ ნაწილს დავაკმაყოფილებთ. რაც შეეხება რაოდენობრივ შეზღუდვას, ამას ეტაპობრივად დავაბალანსებთ. რადგან გაგვეზარდა ხარჯი,  ღირებულებამ ოდნავ მოიმატა წინა წლებთან შედარებით,“ - განმატავენ აუზის მარკეტინგის სამსახურში.

 

მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, ღია და დახურული ტიპის აუზის ყოველ 6 კვ/მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა. ამასთან, რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზების ძირითადი სათავსები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა; დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.


ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზებში წყლის ცვლას.


ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;


აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება; რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 5%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 24 სთ-ში;


დოკუმენტის მიხედვით, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ.


რაც შეეხება შეზლონგებს, რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. აკრძალულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. შეზლონგებს შორის უსაფრთხო დისტანცია კი უნდა იყოს 2 მეტრი. გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up