საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის ცენტრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანონ

საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის ცენტრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანონ

person access_time2016-03-31 16:00:59

დედაქალაქში უახლოეს მომავალში არაერთი სიახლე იგეგმება, რომელსაც თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან და მათ უამრავი შეკითხვა აქვთ ამ პროექტებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე რადიო „კომერსანტის" რუბრიკა „საათის თემაში" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა

 

- პირველ რიგში, ცხადია, ავტობუსების თემაზე გკითხავთ. სატენდერო წინადადებები უკვე გაიხსნა. გასაგებია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ტენდერში მონაწილეების შესახებ არ ისაუბრებთ. მთავარი, რაც თბილისელებს აინტერესებს, არის ის, როდის და რამდენ ახალ ავტობუსს ვიხილავთ თბილისში?


- ახლა მერიაში ტენდერში მონაწილე კომპანიების და მათი წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. როდესაც შეფასების პროცესი ბოლოში გავა, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველა დეტალი გახდება ცნობილი. სატენდერო წინადადებების მიღება 17 მარტს დასრულდა, მოხდა მათი გახსნა და კომისიის წევრებისთვის ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაცნობა. ამის შემდეგ ექსპერტები მუშაობენ ტექნიკური და ფინანსური ნაწილის შეფასებაზე – წარმოდგენილი დოკუმენტაცია რამდენად  –შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, აპრილის თვეში ეს შეფასებები დასრულებული იქნება. ამის შემდეგ კი მოხდება იმ შედეგების წარდგენა, რაც მივიღეთ. მონაწილეობს 7 კომპანია, არიან საინტერესო, მათ შორის ევროპული კომპანიები და ვფიქრობთ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თბილისში საკმაოდ ხარისხიან ავტობუსებს მივიღებთ. საუბარია დაახლოებით 175 ერთეულ ავტობუსზე, რომლის პირველი ნაწილიც – დაახლოებით ნახევარი სექტემბერში უნდა იყოს მთელ თბილისში. ავტობუსები იქნება CNG-ის საწვავზე მომუშავე 12 მეტრიანი და ადაპტირებული.


- თბილისში ძველი ავტობუსები ახლით სრულად როდის ჩანაცვლდება და სად წავა ძველი ავტობუსები?


- ის, რაც შემოვა, იქნება დამატებითი რაოდენობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათთვის სპეციალური ავტობუსების ხაზებიც გაკეთდეს. ამის შესახებ კვლევა მიმდინარეობს. ჩვენ ივლისში გვეცოდინება სად შეიძლება ეს გაკეთდეს, რათა ახალი ავტობუსებით გადაადგილება უფრო მარტივი და კომფორტული იყოს. ამ ეტაპზე იგეგმება არსებულ ავტობუსების პარკზე დამატება, რადგანაც ის ამას საჭიროებს. მომავალ წელს გვექნება ეტაპობრივი გეგმა. აქაც რამდენიმე მიმართულება იქნება. პირველი, რომ კეთდეს ინტერესთა გამოხატვა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ინვესტორზე, რომელმაც შეიძლება ავტობუსების მოწოდებასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ქარხნის აშენებაც უზრუნველყოს. მეორე მიმართულება კერძო საინვესტიციო მიმართულებაა, რომელიც ასევე შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ეს არის რამდენიმეწლიანი, დაახლოებით 4–წლიანი თემა, რომელსაც ეტაპობრივი განვითარება ექნება. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მცირე დროში უზრუნველვყოთ ეს პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსურ ნაწილთან და ტექნიკურ მხარესთან.


- ტრამვაის პროექტთან დაკავშირებით თუ არის სიახლეები?


- ტრამვაის თემა ძალიან საინტერესოა. სარეკომენდაციო-სატრანსპორტო სტრატეგია მოსმენილი იქნა თბილისის მთავრობაში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. იქ ტრამვაის თემა გრძელვადიან პერსპექტივაშია განხილული. ტრამვაის პროექტი თბილისისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქალაქისთვის საინტერესოა. მერიაში არის კიდეც ამ საკითხზე ნამუშევარი, არის რამდენიმე მიმართულება, სადაც შეიძლება ტრამვაის ქსელი განხორციელდეს. თუმცა გეტყვით, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული და ცოტა გრძელვადიანი თემა, რადგან ამ ეტაპზე ტრანსპორტის სექტორში თბილისში ბევრი სხვა, მთავარი და პრიორიტეტული საკითხი დგას, რომელსაც ასევე ფინანსური რესურსები სჭირდება. ჩვენ დღეს საკუთარი ფული მასშტაბური პროექტებისთვის არ გაგვაჩნია და აქ ძირითადად დონორებთან ვმუშაობთ.


თუ არჩევანზე მიდგება საქმე, დღეს ბევრად უფრო სხვა, პირველი რიგის ამოცანები გვაქვს, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ტრამვაის თემა საინტერესოა, აქტუალურია და აუცილებლად ექვემდებარება განხილვას. გარდა ამისა, ერთერთი საინტერესო ხაზი, რომლის შესახებაც პროექტი არსებობს, არის დელისიდან ორთაჭალამდე, რომლის ღირებულებაც 140 მილიონი დოლარია. ჩვენ რამდენიმე კერძო ინვესტორს გადავეცით კიდეც ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, ეს როგორც ზემოთ აღვნიშნე, არის ძალიან გრძელვადიანი სამუშაო პროცესი.


- კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია დაწყებულია თუ არა და მისი დასრულება თუ მოესწრება მიმდინარე წლის ზაფხულში, როგორც ეს დაგეგმილი იყო?



- რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და სავარაუდოდ ივლისში კუს ტბის საბაგიროზე მუშაობა დასრულდება. შედეგად, კუს ტბაზე მოხვედრის მსურველებს საშუალება ექნებათ იქ საბაგიროთი მოხვდნენ, რაც ვფიქრობ, კუს ტბის გზის მიმართულებას განტვირთავს.


გარდა ამისა, გეტყვით კიდევ ორ ახალ პროექტზე. პირველი, ეს არის ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც დიღომში უნდა დაიწყოს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ეს კავშირშია ახალი ავტობუსების შემოყვანასთან. ახალ ავტობუსებს ახალი სერვის ცენტრი და გასამართი სადგური სჭირდება. ახალი ავტობაზა დაახლოებით, 375 ავტობუსზეა გათვლილი. მეორე თემა, რომელიც ასევე დაწყებულია, არის მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დაახლოებით, 14-მდე ვაგონის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ მიმართულებით მუშა პროცესები უკვე მიმდინარეობს. ასევე იგეგმება 7  მეტროსადგურის განახლება.


- რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობაზე თუ ჩამოყალიბდით, გაიხსნება თუ არა ძველი ისტორიული სადგური?


- ამის გახსნა დაგეგმილია, პროცესი დაწყებულია და შესაბამის უწყებაში შეფასებაზეა გადაგზავნილი. ამის შემდეგ უკვე საპროექტო სამუშაოები დაიწყება. ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული საკითხები, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებდა. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

 

- რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის თემას - როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბრიდან განიხილება სამი ვარიანტი. რა ეტაპზეა განხილვები და კონკრეტული გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული?


- გენგეგმის ჯგუფი უკვე განიხილავს ამ სამ ვარიანტს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ და რომელიც ავსტრიული საკონსულტაციო კომპანიის მიერ არის შემოთავაზებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში გენგეგმის შუალედურ ანგარიშში ჩამოყალიბებული იქნება ამ მიმართულებაზე ხედვა.


- თბილისის საცობებისგან განტვირთვაზე ბევრს საუბრობენ, რამდენიმე ვარიანტიც განიხილებოდა, ამ ეტაპისთვის რაიმე რეალური პროექტი თუ არსებობს ამ მიმართულებით?


- ჩვენ გვაქვს საცობების მართვის 5–პუნქტიანი სქემა, რომელიც დროშია გაწერილი და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველი, ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელშიც იგულისხმება გზების მიმდინარე რეაბილიტაციები, რათა გამტარუნარიანობა უფრო მაღალი იყოს. ასევე იგულისხმება ახალი გზების მშენებლობა და რამდენიმე ასეთი გზის მშენებლობა. მაგალითად, დაგეგმილია შინდისი-კრწანისის, ვაშლიჯვრიდან ჩამომავალი „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით გზის, კახეთის მხრიდან მახათას მიმართულებით გზის მშენებლობა.


ასევე დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უკავშირდება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს. ამ კუთხით უახლოეს დღეებში გვექნება არეალები, საუბარია დაახლოებით 12 ლოკაციაზე, სადაც შეიძლება კერძო კომპანიების მხრიდან იყოს ინტერესი, რომ მოეწყოს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები. ინფრასტრუქტურული გეგმის ნაწილი ასევე რამდენიმე კვანძის მოწესრიგებაც. გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება ეს განხორციელდეს. ეს არის სააკაძის მოედანი, აჭარის მიმდებარე ტერიტორია, გმირთა მოედანი, ამ შემთხვევაში საუბარია ბენზინგასამართი სადგურების აღებაზე, უფრო სწორად კი გადატანაზე.  რომლებმაც გზების გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. ასეთი კვანძები მოეწყობა კიდევ რამდენიმე ადგილზე.


მეორე მიმართულება არის მოძრავი შემადგენლობის განახლება და ტრანსპორტის განვითარება. აქაც რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ავტობუსების თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ასევე მეტროს განვითარებაზე, არის რამდენიმე საპროექტო თემა, იგივე საბაგირო ხაზების მიმართულებით და ესეც ამ ეტაპზე დონორებთან არის განხილვაში. გვინდა, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს თუნდაც ერთი მიმართულება გარდა იმ მიმდინარე სამუშაოებისა საბაგიროებზე. ანუ რაც დღეს კეთდება, იმის გარდა კიდევ 3 ლოკაციაზეა საუბარი. ასევე მიმდინარეობს მეტრო უნივერსიტეტის მშენებლობა. ასევე ვმუშაობთ ახალ სამარშრუტო სქემაზე, რომელიც სავარაუდოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) მხარდაჭერით გაკეთდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თბილისის მასშტაბით მოძრაობას გადაახალისებს. გარდა ამისა, გუშინ გვქონდა განხილვა ტაქსების თემაზე, აქ ვფიქრობთ გარკვეულ რეგულაციებს უსაფრთხოებისა და ტექნიკური გამართულობის მიმართულებით, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება ტაქსით. ამ მიმართულებით რამდენიმე კონტური გვაქვს.


საცობების მართვაში მესამე მიმართულება არის რეგულაციები. მისი ორი ნაწილი უკვე გავაკეთეთ, ერთი იყო დასუფთავების მანქანების ახალი განრიგი. დილის და საღამოს საათებში, დაახლოებით 50-ზე მეტ ქუჩაზე მათი მოძრაობა არის შეზღუდული და დარეგულირებული. ასევე მემორანდუმი გავაფორმეთ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგანაც აქტიურად გვიდგანან გვერდში. საღამოს, პიკურ პერიოდებში, 17 საათიდან 20 საათამდე სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეზღუდულია. ასე ხდება დაახლოებით 20 ქუჩაზე. პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. კომპანიები აქტიურად გვეთანამშრომლებიან და გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით არის.

 

გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ცენტრალური მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც უკავშირდება ტექნიკურ დათვალიერებას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვას, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია ქალაქში საცობების განტვირთვასთან.

 

მეოთხე მიმართულება არის ტექნოლოგიური ნაწილი. ამ კუთხით იგეგმება საცობების მართვის აპლიკაცის შექმნა, რომელიც ტესტირების რეჟიმშია. ასევე სმარტ შუქნიშნების დამონტაჟება, რომელმაც გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს.


მეხუთე მიმართულება არის ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ჩვენი ანალიზის მიხედვით, საცობების შექმნის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ მძღოლიც და ქვეითად მოსიარულეც, ზოგჯერ ქაოტურად მოძრაობს. ამიტომ, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, გვინდა, რომ კამპანიებს აქტიურად დავუჭიროთ მხარი, რათა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყოს როგორც მძღოლზე, ისე ქვეითად მოსიარულეზე. საცობების მართვის მიმართულებით ასეთი ხედვა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამას გარკვეული შედეგები ექნება. აქედან პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეა, ნაწილი იგეგმება.

 

- ფრანგი არქიტექტორის ალფრედ პეტერის თქმით, რომელიც თბილისის გენგეგმის შედგენაში მონაწილეობს, თბილისი იდეალური ქალაქია საველოსიპედო ბილიკებისთვის. თქვენ ალბათ სამსახურებრივი მანქანით მოძრაობთ. ველობილიკების ქსელის განვითარების შემთხვევაში გამოიყენებდით თუ არა ამ შესაძლებლობას?


- ბავშობაში ველოსიპედით ძალიან ბევრს ვმოძრაობდი. თუ იქნება ამის ინფრასტრუქტურა, შეიძლება ამაზე ფიქრი. თბილისში ამ მიმართულებით მუშაობა იგეგმება. ერთერთი პირველი ადგილი, სადაც ველობილიკები მოეწყობა, შეიძლება იყოს ვერეს ხეობა. აქ უნდა მოხდეს კონკრეტული პროექტირება. ამაზე კონცეფცია არსებობს და ამ კონცეფციაში ველობილიკების ქსელი ჩადებულია. პროექტირების ნაწილში ძალიან კარგად გამოჩნდება ის ნაწილი, სადაც იქნება ველობილიკების ქსელი. ეს რა თქმა უნდა კარგი თემაა და ამას მხარს დავუჭერთ. თუმცა, საჭიროა გააზრება, თუ როგორი უნდა იყოს შეკრული წრე თბილისში იმისთვის, რომ ველოსიპედის, როგორც სატრანპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი იყოს.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up