საბანკო სექტორი მზად არის,ტურისტულ ინდუსტრიას სესხები გადაუვადოს

საბანკო სექტორი მზად არის,ტურისტულ ინდუსტრიას სესხები გადაუვადოს

access_time2020-03-11 10:44:21

„თუ საჭიროება იქნება და ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები, გამომდინარე კორონავირუსის ეფექტებიდან იქნება დაფიქსირებული, საბანკო სექტორი მზად არის, რომ ემუშაოს ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სესხების გადავადება მოხდეს, იქნება ეს რესტრუქტურიზაციის, თუ სხვა ფორმები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც მაგალითად ტურისტული ინდუსტრიაა.


„პირველ რიგში, აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, როგორც საბანკო სექტორის, ასევე სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ კონკრეტულად ტურისტულ ინდუსტრიაზე, ამ პროცესს ექნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში არ მოხდა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ამ არეალის გაფართოების თვალსაზრისით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.


ბექა ლილუაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორზე გავლენების გარდა აღინიშნა პირდაპირი ეფექტები საფინანსო-საბანკო სექტორზე.



„ მნიშვნელოვნად ხაზი გაესვა იმასაც, რომ საბანკო სექტორი დღეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი და მზად იმისთვის, რომ შესაბამისი საგარეო შოკები ძალიან დაბალანსებულად მიიღოს და არ მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თავად საბანკო სექტორზე, განსხვავებით მაგალითად 2014-2015 წლების საგარეო კრიზისისა, რადგანაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს ბევრად უფრო მეტი ე.წ. ბუფერი, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.


ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ამ ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე.


„ეს ჯგუფი, რამდენიმე დღეში, საჯაროდ გააჟღერებს უკვე კონკრეტულად ამ ნაბიჯებს, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით.


„მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა ამ შეხვედრაზე არის ის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა - ფულადი რესურსი იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ სექტორში, აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up