„საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, წარმატებული პროექტები და ორივე მთავრობის ჩართულობა“ - იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე

„საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, წარმატებული პროექტები და ორივე მთავრობის ჩართულობა“ - იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე

access_time2020-01-06 10:50:08

2020 წელი  საქართველოსა და ისრაელში არჩევნების წელია, ამიტომ ბიზნესმა უნდა შეითავსოს წამყვანი როლი ინიციატივებში და მთავრობები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ“ -„საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე „კომერსანტთან“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების 2019 წელს მიმოიხილავს და სამომავლო კავშირების გაღრმავებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობს.

 

მისი თქმით, საქართველომ კარგად უნდა გაიცნოს პარტნიორი ქვეყნები და იცოდეს მათი ინტერესების სფეროები, უნდა ილაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე,  განსხვავებული მეთოდებით და აქტიური მუშაობით საჭიროა ქვეყნის ინტერესების მკაფიოდ ჩამოყალიბება. სასურველია ბიზნესის მხარდაჭერა, რათს უფრო მეტი წარმატებული მაგალითები შეიქმნას - ესაა ერთადერთი და აუცილებელი პირობა ახალი ინვესტორების მოსაზიდად.

 

მსოფლიო კრიზისების მიუხედავად, საქართველოსა და ისრაელს შორის თეორიულად, ეკონომიკური კავშირი არ შეწყვეტილა.  შესაძლებელია, რომ საქართველოს წარმატებისა და განვითარებისათვის სრულიად საკმარისი იყოს მხოლოდ ისრაელის გამოცდილება და მასთან თანამშრომლობა ყველა ძირითად სფეროში. მხარდაჭერის დოზა მოქმედებს მომავალი ინვესტიციების არსებობაზე, ამიტომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. პირადი ურთიერთობების დონეზე საკმარისზე მეტი მხარდაჭერა აქვს ორივე ქვეყანას ერთმანეთთან, საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, წარმატებული პროექტები და მთავრობების ჩართულობა, ბიზნეს ფორუმების ჩატარება ეკონომიკურ ჭრილში ურთიერთობების გამყარებისთვის.“- ამბობს იციკ მოშე.


„საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკური სფეროს სიძლიერედ ბიზნესის წარმოების სიმარტივეს მიიჩნევს, კონკრეტულად კი ეს ტურიზმის სფეროს ეხება.



 ტურიზმი 30%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის პარალელურად, ისრაელის სახლის და ბიზნესპალატის აქტიურ მუშაობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მჭიდრო კავშირს უკავშირდება. ზოგადად, საქართველოს ძლიერი მხარე ეკონომიკაში ბიზნესის სიმარტივეა და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება. კონკრეტულად აღვნიშნავდი ტურიზმს, რაც კარგად გამოჩნდა 2019 წლის განმავლობაში და მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ეს სფერო რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ წარმატებულ და მყარ გარანტიად ქვეყნის წარმატებისა, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები ტურისტებში არიან. ისინი პოტენციური ინვესტორებიც გახლავან .ტურიზმი რომ უფრო წარმატებული იყოს, საჭიროა უცხოელ ტურისტებს სწორად შევთავაზოთ კარგი პროდუქტი. მაგალითად, პიცაზე გემრიელი ხაჭაპურია, მაგრამ ის ვერ იყიდება ისე, როგორც პიცა მთელ მსოფლიოში. 2019 წელს აქტიურად იმუშავა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რაც  ციფრებში კარგად ჩანს.სიხარულით მინდა აღვიშნო, რომ 2019  წელს მივაღწიეთ 200 ათასი ტურისტის ნიშნულს, რაც ვივარაუდეთ წინა წლის დეკემბერში - ესაა 200 მილიონი დოლარის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში. - ამბობს იციკ მოშე.


ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის, იმიგ­რა­ცი­ი­სა და სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ღირ­სე­უ­ლად და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში.


აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის, იმიგ­რა­ცი­ი­სა და სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რმა და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ერ­თობ­ლივი გან­ცხა­დე­ბა გაავრცელა. იციკ მოშე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ ამისთვის თანაბარი ინტერესი უნდა გამოიჩინოს და წარსულზე საუბრის ნაცვლად ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ისწავლოს.


მ დღეებში ისრაელის ორივე წამყვან პარტიას შევთავაზეთ რეალური სამუშაო  გეგმა, თუ როგორ შეიძლება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ამ საკითხის მოგვარება.ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის მიღწევადი და თუ რომელიმე ჩვენი იდეა ვერ სრულდება, ჩვენ არა ვართ შეუსრულებელი იდეის ადრესატები. ჩვენ ვერ ვიქნებით იდეის შემმუშავებლები და ასევე ორივე ქვეყნის სახელით შემსრულებლებიც. გამოსავლის გეგმის დასახვა უფრო დიდი თემაა ვიდრე შესრულება.


ამ საკითხის, როგორც ყველა სხვა საკითხის მოგვარებისთვის საჭიროა ორივე მხარემ გაიცნოს ერთმანეთი, ილაპარაკონ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე და ხვალინდელი ურთიერთობების ტერმინოლოგია იყოს ორივე მხარისთვის ერთიდაიგივე და არა წარსულზე საუბარი. ამის შემდეგ მკვეთრად გამონდება პრობლემის კონტურები და მარტივადაც გამოინახება გამოსავალი. - ამბობს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი.

 

მარიამ მორგოშია

თეგები:
იციკ მოშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up