საჭიროა თუ არა BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა?

საჭიროა თუ არა BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა?

access_time2021-08-12 20:30:00

ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვინც BioNTech / Pfizer– ის ვაქცინით არის აცრილი, მათ მესამე დოზაც დასჭირდებათ. ფარმაცევტული კონცერნი, კორონავირუსის „დელტა შტამის„ გავრცელების ფონზე, ჯერ მხოლოდ გეგმავს შეიმუშავოს პრეპარატი, რომელიც მესამე დოზისთვის შეიძლება გამოიყენონ. შესაძლოა თუ არა, რომ ახალი კორონავირუსის მუტაციის გამო BioNTech / Pfizer– ით აცრილთათვის დამატებითი ინექცია გახდეს საჭირო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.



ვის დასჭირდება მესამე დოზა?



თუ კორონავირუსი მუტაციის შედეგად თავის სტრუქტურასა და თვისებებს მნიშვნელოვნად არ შეიცვლის, მაშინ მესამე დოზა შეიძლება მხოლოდ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს დასჭირდეთ. მაგალითად, ხანდაზმულებსა და მათ, ვინც იძულებულია იმუნური სისტემა მედიკამენტებით შეინარჩუნოს. ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც რნმ ვაქცინების გამოყენების გრძელვადიან ეფექტზე სპეციალური კვლევა ჩაატარეს.



თავის მხრივ, აშშ -ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) და აშშ -ს ჯანდაცვის სამინისტრომ, BioNTech-ისა და Pfizer- ის კონცერნების განცხადების კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკელები, რომლებმაც ორი ინექცია გაიკეთეს და სრულად არიან აცრილი, არსებული მონაცემების მიხედვით, მესამე დოზას არ საჭიროებენ. თუმცა ისიც დასძინეს, რომ აუცილებელია მზად ვიყოთ ვაქცინაციის მესამე ეტაპისთვის საჭირო პრეპარატის წარმოებისთვის, თუკი სამეცნიერო დასკვნების შედეგად ეს საჭირო გახდება. ამავდროულად, ამერიკულმა დეპარტამენტებმა დაიწყეს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნონ.



როდის სუსტდება ვაქცინის ეფექტი?



BioNTech-ისა და Pfizer-ის ვარაუდით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის დამცავი ზემოქმედება შესუსტებას აცრიდან ექვსი თვის შემდეგ იწყებს. „როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პრეპარატის პრაქტიკული გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, ინფიცირებისა და სიმპტომური მიმდინარეობის საწინააღმდეგო ეფექტი ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ შემცირდა“, - ნათქვამია ორივე კომპანიის ერთობლივ განცხადებაში.



არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სრული ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში მესამე დოზა გახდება საჭირო“. ამავდროულად, ორივე ფარმაცევტული კომპანია მიიჩნევს, რომ დამატებითი ინექცია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტისგან, მათ შორის „დელტა შტამის“ ჩათვლით, უმაღლესი დონის დაცვას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებაში.




რა გავლენას იქონიებს აცრის მესამე დოზა?



რეალურად, დამატებით დამცავ ეფექტს აცრის მეორე დოზა იწვევს. თუ ორგანიზმში ხვდება იგივე ვირუსი - ვაქცინაციის მეორე ინექციის ან ინფიცირების შედეგად, მაშინ იმუნური სისტემა გაძლიერებულ და დაჩქარებულ პასუხს იძლევა, ვინაიდან ის პათოგენს უკვე იცნობს. ეს რეაქცია ხდება იმის გამო, რომ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ მეხსიერების უჯრედებში ვირუსთან პირველი კონტაქტისთანავე ინახება. ეს უჯრედები ანტიგენს ცნობენ და შეუძლიათ პათოგენის გასანადგურებლად ძალიან სწრაფად იმოქმედონ. ამიტომაც აცრის მეორე დოზა ძალიან მნიშვნელოვანია.



ზოგიერთი აცრა, როგორიცაა წითელა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უნდა გაკეთდეს. სხვა კი, მაგალითად ტეტანუსი, ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს. მიმდინარე დისკუსია ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ არსებული მონაცემები ძალიან შეზღუდულია. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, აცრილი პაციენტების კატეგორიების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს- მაგალითად, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მეორე მხრივ, ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები, რომლებიც შეიძლება ვაქცინის გრძელვადიან ეფექტზე მიუთითებდეს.



ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ევროპის მოხუცთა თავშესაფრებში შემოდგომაზე ვაქცინაციის მესამე ეტაპი დაიწყოს, რადგან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ხანდაზმულებს დამატებითი დოზა შეიძლება მართლა დასჭირდეთ.



რატომ დაიწყო აცრის მესამე დოზის შესახებ კამათი და რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს?



თუ სიტუაციას გლობალურად შევხედავთ, მესამე დოზის შესახებ დებატები დროული სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინდუსტრიულ ქვეყანაში ზაფხულის ბოლოსთვის ყველას ექნება შესაძლებლობა სრულად იყოს აცრილი, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ღარიბ ქვეყნებში, ვაქცინის ნაკლებობის გამო, იმუნიზაციის კამპანია ჯერ არც კი დაწყებულა.



ცოტა ხნის წინ The Lancet–ში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები, სადაც პლანეტის მოსახლეობის 16%-იცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინის საჭირო რაოდენობის თითქმის 70%-ს ფლობენ. ჯანმო-ს მონაცემებით კი, ღარიბ ქვეყნებს მხოლოდ 0,2%-ი აქვთ. ამ მონაცემების საფუძველზე, The Economist– ის თანახმად, მასობრივი აცრები ღარიბ ქვეყნებში, შეიძლება 2024 წლამდე ვერც დაიწყოს.



ამ შემთხვევაში, საქმე მხოლოდ სამართლიანობას არ ეხება. მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა. თუ კორონავირუსის ახალი შტამები ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის სიმცირის გამო სწრაფად გავრცელდა, ამან შეიძლება ახალ-ახალი პრობლემები მდიდარი ქვეყნებისთვისაც გამოიწვიოს.



imedinews.ge




თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up