საბურთალოზე 4 ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

საბურთალოზე 4 ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

access_time2016-01-05 12:01:34

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის №30, 34 და 36 კორპუსებში ახალი სკვერების მოწყობა დაასრულა. ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესა და საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ზურაბიშვილთან ერთად დაათვალიერა.


ახალ სკვერებში მოპირკეთდა სასეირნო ბილიკები, დაიდგა ადგილობრივი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარი, სკამები, საქანელები და სანაგვე ურნები; მოეწყო დეკორატიული განათების სისტემები.


ტერიტორია 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა.



თბილისის მერიის ცნობით, პროექტის შედგენისას გათვალისწინებულია ტერიტორიის ლანდშაფტი და დენდროლოგია, რის მიხედვითაც განისაზღვრა ტერიტორიის გამწვანების დეტალები. პარკებში დამონტაჟებულია ავტომატური მორწყვის სისტემა. ამ კორპუსებში, სარდაფის ტიპის ბინებში მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე მიიღო მერიისაგან კომპენსაცია, არსებული ფართები კი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.


„ეს ერთი-ერთი ადგილია, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა. ძალიან მალე დავიწყეთ ამ ტერიტორიის დასუფთავება. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა ეს პროექტი და მოგვეწყო სკვერები; აქ პატარები გაერთობიან, ივარჯიშებენ. ნამდვილად კარგი რამ გაკეთდა რაიონული გამგეობის მეშვეობით. ეს არ იქნება ერთადერთი, რასაც ამ ხეობაში გავაკეთებთ. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტად მოწესრიგდეს ტერიტორია. მზიურის ტერიტორიაზე ვიმუშავებთ, იმისათვის, რომ მეტად გამწვანდეს და როგორც რეკრეაციული სივრცე, ისე განვითარდეს ეს ტერიტორია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


სკვერების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყო ასევე №36 კორპუსის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტი, რომ სკვერების მოწყობამდე, სამივე კორპუსში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მოეწყო სადრენაჟე სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების შეკრებას და გატარებას მდინარე ვერეს ხეობაში. საპროექტო სამუშაოები კომპანია „დიზაინ გრუპმა“ შეასრულა, სკვერების მოწყობაზე კი კომპანია „ჯეოპარკმა“ იმუშავა.



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up