საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

access_time2020-10-16 15:54:03

საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.


სამუშაოების შედეგად, ჯამში, 3 781 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.


სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გაეცნო.



„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ერისთავისა და გვარამაძეს ქუჩებზე, სადაც რთული მდგომარეობა იყო და ამ დრომდე არ არსებობდა ასფალტის საფარი. პირველ ეტაპზე, კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლა კი, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.


საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 296 299 ლარი გამოიყო.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...


მსგავსი სიახლეები

up