საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება - უკრაინის დაზვერვის მეთაური

საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება - უკრაინის დაზვერვის მეთაური

access_time2022-05-13 23:55:16

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის გადაგდების მიზნით გადატრიალება მზადდება. „უნიანის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Sky News -ს განუცხადა.

მისი თქმით, კრემლის ლიდერი კიბოთი სერიოზულად ავადაა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გარდამტეხ მომენტს მიაღწევს აგვისტოში და წლის ბოლომდე დასრულდება.

„გარდატეხა იქნება აგვისტოს მეორე ნახევრში. ამ წლის ბოლომდე დასრულდება საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას ყველა ჩვენ ტერიტორიაზე, რომლებიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასს და ყირიმს , - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა, მიუხედავად მისი წინ წაწევისა აღმოსავლეთით და დასძინა, რომ რუსეთს უამრავი დანაკარგი აქვს.


უკრაინის დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ ომში რუსეთის წარუმატებლობით გაოცებული არ არის.

„ჩვენი მტრის შესახებ ყველაფერი ვიცით. ვიცით მათი გეგმების შესახებ თითქმის იმ მომენტში, როდესაც ამ გეგმებს აწყობენ, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ევროპა რუსეთში ხედავს დიდ საფრთხეს და ეშინია მოსკოვის მხრიდან აგრესიის.

„რვა წელია ვეომებით რუსეთს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფართოდ დარეკლამირებული რუსული სიძლიერე მხოლოდ მითია. ის არც თუ ძლიერია. ეს არის ადამიანთა ურდო იარაღით , - განაცხადა ბუდანოვმა.





ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up