საბოტაჟი, მანიპულაცია თუ ტექნიკური პრობლემები? – "ფილიპ მორისის" საახალწლო "სიურპრიზები"

საბოტაჟი, მანიპულაცია თუ ტექნიკური პრობლემები? – "ფილიპ მორისის" საახალწლო "სიურპრიზები"

access_time2016-01-05 12:04:41

2016 წლის პირველი დღეები საქართველოში გაძვირებით დაიწყო: თითქმის ყველა დასახელების სიგარეტის ფასი 28-35 თეთრით გაიზარდა, მაგრამ კომპანია "ფილიპ მორისის" პროდუქციის ფასმა კატასტროფულად - 250-300%-ით მოიმატა: ზოგიერთ ადგილას "პარლამენტი" 11,20 ლარად, ხოლო "მარლბორო" - 9 ლარადაც კი იყიდებოდა. გაძვირდა "ჩესტერფილდი", "ელ ემ"-ი და სხვა დასახელების სიგარეტები, რასაც თამბაქოს კომპანიებს შორის დაპირისპირებითაც ხსნიან. პროდუქციის გაძვირების გამო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება - ნათქვამია ამ განცხადებაში... 

 

და მაინც, რატომ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" "შპს ფილიპ მორისი საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვიდრე "ფილიპ მორისის" სათავო ოფისიდან შესაბამის დასკვნას არ მიიღებენ, ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ისიც გვითხრეს, რომ "ფილიპ მორისის" ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. გაცილებით გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე არ გამორიცხავს, რომ ეს აჟიოტაჟი იყოს და ფასები 1-2 კვირაში დარეგულირდეს, რადგან აქციზის 20 თეთრით გაზრდა ამ დონის გაძვირებას ვერ გამოიწვევდა. 

 

გიორგი ბახტურიძე: "სიგარეტის ფასის კატასტროფული ზრდა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რომ ამ კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგების მარჟა ისედაც 300-400%-ია. სხვათა შორის, მსგავს მანიპულაციებს ადგილი ჰქონდა 10 წლის უკან: მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ სპეციალურად შექმნა დეფიციტი და მერე საკმაოდ მოხერხებულად გააძვირა სიგარეტი. ახლა აცხადებენ, რომ ყველაფერი მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში არსებული პრობლემების ბრალია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია "ფილიპ მორისი" გააკეთებს განცხადებას და განმარტავს, რა მოხდა. მართალია, აქციზის გაძვირების გამო სხვა დასახელების სიგარეტებიც გაძვირდა, მაგრამ სხვა ბრენდების პროდუქციაზე ასეთი მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა - საშუალოდ 30-40 თეთრით არის ფასები მომატებული, ყველაზე მეტად გაძვირება "ფილიპ მორისს" და მასთან დაკავშირებულ ბრენდებს შეეხო".

 

გიორგი ბახტურიძის შეფასებით, აქციზის გადასახადის გაზრდას მხოლოდ ფისკალური ეფექტი ექნება - ბიუჯეტში უფრო მეტი თანხის მობილიზება მოხერხდება, მაგრამ თამბაქოს კონტროლის მხრივ ქვეყანაში წინსვლა არ იგრძნობა.


"ამ საკითხს საქართველოში უმნიშვნელო თანხა ხმარდება, მაგალითად: გასულ წელს მხოლოდ 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს ურთულესი პრობლემისადმი არასერიოზული მიდგომაა. სამთავრობო კომისია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, დღესაც უმოქმედოა, ერთი შეხვედრაც არ გამართულა, სადაც თამბაქოს კონტროლის საკითხებზე იმსჯელებდნენ. თამბაქოს ინდუსტრია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს. არაფერს ვამბობ სიკვდილიანობაზე, რადგან ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი ხდება. მე ვიტყოდი, რომ თამბაქოს ინდუსტრია ფაქტობრივად კრიმინალური ბიზნესია და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფრით ხერხდება მისი გამიჯვნა სხვა ინდუსტრიებისაგან. ეს იმით აიხსნება, რომ თამბაქოს ინდუსტრიას სერიოზული გავლენა ჰქონდა და აქვს ყველა ხელისუფლებაზე საქართველოში, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტზეც, ის ყველანაირად ცდილობს მოისყიდოს ხელისუფლება და ეს ტენდენცია წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი მოთხოვნა ახალი მთავრობისადმი ასეთია: უნდა შეიკრიბოს სხდომა ჩვენი თანამონაწილეობით, რომელიც განიხილავს თამბაქოს კონტროლის სტრატეგიას და გადახედავს წინა მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის კაბინეტის წევრი ჩვენი ახლანდელი პრემიერიც იყო. საკითხავია, რატომ ვერ ხერხდება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესება ქვეყანაში, რა უშლის ამას ხელს? - ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს საზოგადოებასაც აწუხებს", - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე. 

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ნაწარმის ფასი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და არა ისე, როგორც ამ დღეებში მოხდა: "საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება - თუნდაც თამბაქოს აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, ასევე - რეკლამის და სპონსორობის სრული აკრძალვა. საჭიროა გადასახადების თანმიმდევრული ზრდა იმ ნიშნულამდე, რომ მწეველი ადამიანი დაფიქრდეს და სიგარეტს თავი დაანებოს, ხოლო ახალგაზრდამ მოწევა ვერ დაიწყოს. თუკი პოლიტიკური ნება იქნება, საზოგადოების ინფორმირება და შემზადება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ ძალიან პასიურია, უფრო მეტიც, ყველანაირად უწყობს ხელს, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს. ამის დასტურად მხოლოდ ერთ ფაქტს დავასახელებ: გასულ წელს სახელმწიფომ 2,5 მილიონი ლარით დააფინანსა "თბილთამბაქო", ეს მოხდა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. თამბაქოს წარმოების ხელშეწყობა ხდება კოოპერატივების დონეზეც, მაგალითად, ლაგოდეხის რაიონში და აჭარაში. სახელმწიფო არ უნდა იყოს ამ დარგის ხელშემწყობი - ამ მოთხოვნით ახალ პრემიერს და ახალ კაბინეტს უახლოეს დღეებში მივმართავთ და ვნახავთ, რა პასუხს მივიღებთ მათგან".

 

გიორგი ბახტურიძის თქმით, მოწევის საწინააღმდეგო კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, ოღონდ ეს თანამედროვე, ცივილიზებული მეთოდებით ხდება. 

 

"თამბაქო მთელ მსოფლიოში ლეგალურ ნარკოტიკად არის მიჩნეული. 2040 წლამდე მისი მოხმარება ევროკავშირში მინიმუმამდე დავა და 5%-ზე ნაკლები იქნება, ფინეთმა გამოაცხადა, რომ 2040 წლისთვის საერთოდ თავისუფალი იქნება თამბაქოსაგან - ამ ქვეყანაში თამბაქოს რეალიზაციაც შეწყდება და მოხმარებაც. ამ ტენდენციას თითქმის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს და ჩნდება კითხვა - ჩვენ საით მივდივართ? - ევროპისკენ თუ აფრიკის ჩამორჩენილი ტომებისკენ, სადაც არანაირი რეგულაცია არ არსებობს? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია - ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა, თუ რომელიღაც ჩინოვნიკის ან ბიზნესჯგუფის ფინანსური კეთილდღეობა? რაც უნდა ვთქვათ, ფაქტია, რომ ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასების კატასტროფული ზრდა კავშირში არ არის აქციზის გადასახადის მატებასთან და ან საბოტაჟთან გვაქვს საქმე, ან მანიპულაციასთან, ან - ტექნიკურ პრობლემებთან... იმედია, რომ "ფილიპ მორისი" ყველაფერს განმარტავს", -  განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას. 

 

bpn.ge




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up