საბიუჯეტო დანახარჯები და არასწორი ეკონომიკური კონცეფცია - ბიზნსმენები ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებენ

საბიუჯეტო დანახარჯები და არასწორი ეკონომიკური კონცეფცია - ბიზნსმენები ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებენ

access_time2019-05-31 10:00:01

საბიუჯეტო დანახარჯები და არასწორი ეკონომიკური კონცეფცია — ეს ის მთავარი მიზეზებია, რითაც ბიზნესმენები ლარის კურის გაუფასურებას ხსნიან.  


„დიოს“   აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზებს შორის საბიუჯეტო დანახარჯებს ასახელებს. 


მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ექსპორტის და ტურიზმის მაჩვენებლები, სეზონის შესაბამისად შემცირდა ენერგომატარებლებზე გადარიცხვები. ყველა ეს ფაქტორი უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში და არანაირი ფაქტორი იმისა, რომ ლარი გაუფასურდეს არ არის. არ ყოფილა ასევე გარე ფაქტორი, რასაც შეეძლო  ბოლო 1 თვის განმავლობაში კურსის 10-12 პუნქტით გაუფასურება გამოეწვია.


„ბოლო პერიოდში საბიუჯეტო დანახარჯები დამატებით გაწიეს, უფრო მეტი ვიდრე უნდა გაეწიათ, ეს რაოდენობა მოზომილი ვერ იქნა, შემოვიდა დამატებითი ფულის მასა, ამან კი ლარზე ასე იმოქმედა,“  აღნიშნავს დაუშვილი.



ბიზნესმენი, კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე განმარტავს, რომ რეალურად, ეროვნული ბანკი ან ფინანსთა სამინისტრო ლარის კურსს ვერ განსაზღვრავს . იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდეს და გამყარდეს, ამისთვის აუცილებელია განვითარდეს ეკონომიკა, მათ შორის წარმოება.


„ხალხს ჰგონია, რომ ამას ეროვნული ბანკი აკეთებს. არადა, ეს ეკონომიკის სისუსტეა. ეს არის ავტომატური რეაქცია იმაზე, რაც გვაქვს. დღეს ძირითადად სავაჭრო კომპანიები გვაქვს. წარმოება კი ცოტაა. შესაბამისად, ლარს ძალიან ცუდი ბედი უწერია, აღნიშნავს ვაშაკიძე.


როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა -ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,80-იან ზღვარს გადასცდა. წინა მაქსიმუმი 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც 1 დოლარის ღირებულება 2,7846 ლარს შეადგენდა. 2019 წლის 31 მაისის ოფიციალური ოფიციალური კურსი კი  2.8023–ია.


სოფო ქსოვრელი 

 

 






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up