საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

access_time2019-09-12 16:05:46

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი ნაწარმის რეგულირებას ითვალისიწნებს.


როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კანონმდებლები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ მიუხედავად განსხვავებისა ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისაგან, თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი, რომელიც არაა დაკავშირებული წვის პროცესთან (თამბაქოს ახალი ნაწარმი), აუცილებელია ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულირებას და მოექცეს სამართლებრივ რეჟიმში.


"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც უმეტესწილად ამოქმედდა 2018 წლის 1 მაისიდან, ერთნაირად არეგულირებს თამბაქოს და ნიკოტინის ყველა სახის ნაწარმს, თუმცა იგი არ არეგულირებს თამბაქოს ახალ ნაწარმს.


კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმს ემატება თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები, ასევე განისაზღვრება ვალდებულება, რომ მითითებული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.



კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესიც. კერძოდ, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები ან/და იმპორტიორები ვალდებულნი არიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე.


წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის გარეშე; აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა; თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები;


კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯამურად 30-40 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალს მიიღებს, რაც მიიღება თამბაქოს ახალი ნაწარმისა და შესაბამისი მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციის შედეგად გადახდილი აქციზის, ადვალური და დამატებითი ღირებულების გადასახადების სახით, იმ დაშვებით, რომ დღეისათვის ქვეყანაში თამბაქოს ახალი ნაწარმის 15,000-მდე მომხმარებელია.



BMG





გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და მათ შერბილებას ველოდებით“

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და  მათ შერბილებას ველოდებით“
access_time2019-10-23 13:30:53
...


მსგავსი სიახლეები

up