საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის თანოს პლევრის თქმით, იმ პირებს, რომლებიც აუცრელობის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა შემდგომ კოვიდის ვაქცინა გაიკეთეს. ჯარიმებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ
“ვინც აიცრება 31 დეკემბრამდე, არ დაჯარიმდება, მაგრამ მათ, ვინც მას შემდეგ აიცრა, რაც ჯარიმები დაეკისრათ და ეს ჯარიმები გადაიხადეს, თანხები უკან დაუბრუნდებათ,” განაცხადა პლევრიმ.
როგორც ცნობილია, საუბარია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომლებიც საბერძნეთში იმის გამო დაჯარიმდნენ, რომ კოვიდის ვაქცინაზე უარი თქვეს და დაკისრებული თანხები მერყეობდა 50-დან 100 ევრომდე.
წყარო: georgians.gr/