კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო.
საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განმარტა, რომ სწავლის გადადება საჭიროა, რათა ოჯახები ზაფხულის არდადეგებიდან დიდ ქალაქებში დაბრუნდნენ და სახლში გარკვეული დრო გაატარონ, ვიდრე ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომ ბავშვები უახლოეს დღეებში სახლებში დააბრუნონ და გაკვეთილების დაწყებამდე უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ“, - აღნიშნა პეტსასმა.
ამასთან, ქვეყნის ყველა სკოლის ტერიტორიაზე დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. ბოლო კვირებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების თანდათან მატებამ საბერძნეთის ხელისუფლება აიძულა ხელახლა დააწესოს გარკვეული შეზღუდვები.
IPN.GE