საბერძნეთმა 10-წლიანი ვადით 3 მლრდ ევროს ობლიგაციები განათავსა, წლიური 1,8%-ით. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, ახალი ობლიგაციების შესაძენად განაცხადების წიგნი ოთხშაბათს გაიხსნა, წინადადებების მოცულობამ კი 15 მლრდ ევროს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში ქვეყანამ ასევე 10-წლიანი ბონდები განათავსა და ინვესტორების მხრიდან ბერძნული ობლიგაციების მიმართ დაინტერესებამ 30 მლრდ ევროს მიაღწია, ხოლო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 0,88%.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირება და საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ საბერძნეთში. 5 იანვარს 30-წლიანი ობლიგაციების აუქციონზე იტალიამ 55 მლრდ ევროს შეკვეთები მიიღო, რაც 2/3-ით ნაკლებია 2020 წლის ოქტომბერში გამოცემული ანალოგიურ ბონდებზე. ხოლო გერმანულ 10-წლიან ობლიგაციებზე შემოსავლები 2019 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა დადებით ზონას.
საბერძნეთის სახელმწიფო ვალის სამმართველო გეგმავს 2022 წელს ფინანსურ ბაზრებიდან მოიზიდოს ჯამში 12 მლრდ ევრო.
BPN.GE