საბერძნეთი თურქეთთან  „კუნძულოვან“ ომს  ელოდება

საბერძნეთი თურქეთთან „კუნძულოვან“ ომს ელოდება

access_time2020-07-23 19:45:01

საბერძნეთი თურქეთის მხრიდან პროვოკაციებს მოელის, რადგანაც ანკარამ ეგეოსის ზღვის სადავო ზონაში ნავთობის და გაზის მოძიების სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა - ამის შესახებ რუსული სააგენტო NEWS.ru  ათენის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

საბერძნეთის შეირაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია.

 თურქეთის ინიციატივამ, რომელიც კუნძულ კასტელორიზოს ახლოს მდებარე საზღვაო შელფს შეეხება, დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია - ისინი ამ ნაბიჯს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად აფასებენ.

 

ბერძნული დიპლომატიური წრეები სადავო რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობას უსვამენ ხაზს.  კერძოდ, თურქეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან კუნძულის მიმართულებით 10 სამხედრო გემი გამოვიდა.

 

ათენში თურქეთის ქმედებებს საბერძნეთის და კვიპროსის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევენ, და ევროკავშირისგან ანკარის მიმართ შეზღუდვების შემოღებას ითხოვენ.

 


პროტესტებს აშშ-ც შეუერთდა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს სადავო ტერიტორიულ წყლებში ყოველგვარი მოქმედებებისგან თავის შეკავება მოსთხოვა.

 

ბერძნული მას-მედიას ინფორმაციით, ნავთობის მოძიების სამუშაოების დაწყება საბერძნეთიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებულ კუნძულებს შორის მდებარე წყლის შელფზე იგეგმება. ანკარაში კი ამ ტერიტორიას თურქეთის კონტინენტალურ შელფად თვლიან.

 

ხმელთაშუა ზღვის ამ მონაკვეთზე ნავთობმოპოვების საკითხში უკვე რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი ბლოკი ჩამოყალიბდა - კერძოდ, ისრაელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზსადენის შეთანხმებას ხელი საბერძნეთთან და კვიპროსთან  ერთად მოაწერა.

 

არაა გამორიცხული, რომ თურქეთის ხისტი ქმედებები ამ საკითხში საბერძნეთის მომხრე ქვეყნების ალიანსის შექმნას ხელს შეუწყოს - მათ შორის შესაძლოა  იყოს იტალია, რომელიც ამ საკითხს ჯერ მხოლოდ განიხილავს.

 

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, თურქეთს ამ რეგიონში საკუთარი გეგმების რეალიზება საკმაოდ გაუჭირდება.

 

news.rambler.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up