საბერძნეთი ლოქდაუნს ასრულებს და ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

საბერძნეთი ლოქდაუნს ასრულებს და ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

access_time2021-05-15 15:32:36

საბერძნეთი მოქმედ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს თითქმის სრულად ხსნის და ტურისტული სეზონისთვის ემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული ჰყავს, ვაქცინაციის პროცესი მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში რამდენიმე მძიმე შეზღუდვა არსებობს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოიხსნება – მალე, მოქალაქეებს სახლიდან გასვლამდე ცხელ ხაზზე შეტყობინების გაგზავნა და უფლების თხოვნა აღარ მოუწევთ, კომენდანტის საათი კი 00:30-05:00 პერიოდამდე შემცირდება. 

საბერძნეთისთვის ტურისტული სეზონის ჩავარდნა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ქვეყნის ეკონომიკის 20% სწორედ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე დგას, სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია დასაქმებული სამუშაო ძალის 20%-ზე მეტი. 

საბერძნეთის მიერ ნებადართული 53 ქვეყნის ტურისტებს, საბერძნეთში შესვლამდე დასარჩენი ადგილის იდენტიფიცირებას, ვაქცინაციის მოწმობას, მაქსიმუმ 72 საათის წინ გაკეთებულ ნეგატიურ PCR ტესტს ან კოვიდის ანტისხეულების ქონის დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ.  


ქვეყანა დასაშვებად მხოლოდ ფაიზერის, მოდერნას, ასტრაზენეკას, ნოვავაქსის, ჯონსონ & ჯონსონის, სინოვაკის, სპუტნიკისა და სინოფარმის ვაქცინებს აღიარებს. 

ქვეყნები, რომლიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი იქნება, შემდეგია:

ევროკავშირისა და შენგენის ზონის ყველა ქვეყანა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, სერბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. სამწუხაროდ, სიაში ვერ მოხვდა საქართველო. 

Tabula.ge

თეგები:
საბერძნეთი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up