საბჭოთა პერიოდში ქართული ყველის წარმოების მეთოდები დაიკარგა, რაც საბჭოთა ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილი იყო

საბჭოთა პერიოდში ქართული ყველის წარმოების მეთოდები დაიკარგა, რაც საბჭოთა ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილი იყო

access_time2020-01-09 20:00:33

BBC-ი ქართული ყველის წარმოების ტრადიციებზე და მის მომავალზე წერს, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ქართული ყველის მივიწყებულ ტრადიციებს ინახავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბჭოთა პერიოდში ქართული ყველის წარმოების მეთოდები დაიკარგა, რაც საბჭოთა ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილი იყო.


BBC-ი ქალბატონ ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს გაესაუბრა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ყველის სახეობების მოძიებასა და დარეგისტრირებაში, გარდა ამისა ქალბატონი ანა გახლავთ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და აქტიურადაა ჩართული ქართული ყველის აღორძინების პროცესში. მიქაძე-ჩიკვაიძე ხშირად სტუმრობს შორეულ სოფლებს, სადაც გლეხები და ფერმერები ჯერ კიდევ ძველი ტრადიცების მიხედვით ამზადებენ ყველს.


როგორც მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე BBC-სთან აღნიშნავს, საქართველო თავისუფლად შეიძლება იყოს ყველის სამშობლო, ისევე როგორც ღვინის აკვანად აღიქმება. აღნიშნულის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს მცხეთის მუზეუმი, რომელიც თბილისიდან 26 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ძველია ყველის წარმოების ისტორია საქართველოში. ირკვევა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველის წარმოების ცალკეული ტექნიკა არსებობდა, რაც პროდუქტის ნაირფერობას უწყობდა ხელს. საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის პირობებში გატარებული 70 წლის შედეგად კი ქართული ყველის წარმოების სხვადასხვა მეთოდები მივიწყებას მიეცა.


საბჭოთა ეკონომიკის ნაწილი იყო შეექმნათ მეტი პროდუქცია, რათა დაეკმაყოფილებინათ სსრკ-ს ხალხის მოთხოვნა, ამიტომ აქცენტი ხარისხზე ნაკლებად კეთდებოდა. განსხვავებული ყველის წამოება დიდ დროს მოითხოვდა და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტს იძლეოდა. ასე დარჩა მხოლოდ 4 ტიპის ყველი ბაზარზე: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდა. ძველი ტრადიციებით ყველის წარმოება მხოლოდ დაფარულად ხდებოდა, რადგან ყველის ბევრ მწარმოებელს ეშინოდა ამის გამო არ დასჯილიყო. დღეს ქართველთა უმრავლესობამაც კი არ იცის, რომ ყველის ათობით სხვადსხვა ნაირსახეობა გვაქვს.



როგორც მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, თავად მანაც “მიწისქვეშა” ყველის შესახებ პირველად წლების წინ გაიგო, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილთან საუბრისას. მიქაძე-ჩიკვაიძემ, როგორც სხვა ბევრმა ქართველმა, მხოლოდ მაღაზიებში არსებული ყველის შესახებ იცოდა და გაოგნებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველის ასეთი ასორტიმენტი აქვს. აქედან დაიწყო მისი დაინტერესება ყველით და მისი წარმოების ტრადიცებით. წლების განმავლობაში მიქაძე-ჩიკვაიძე სოფლებში მოგზაურობდა და ბევრი რამის დადგენა შეძლო ყველის ტიპებზე უფროსი თაობის სალხისგან.


მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, მან ანდრიაწმინდასა და ჩობარეთში მიაკვლია ეგრეთ წოდებულ “ტენილ ყველს”, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება ურთულესი მეთოდოლოგიით. ყველი ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, ამ ყველის წარმოებით ინასარიძის ოჯახია დაკავებული. როგორც ისინი აცხადებენ, ყველის მომზადების მეთოდოლოგია წინპრებისგან ისწაველეს. ინასარიძეების ოჯახმა ტრადიციებით გადმოცემული ცოდნა ბიზნესად აქცია და როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებულადაც. მცირე საწარმოს მფლობელები აცხადებენ, რომ თვეში დაახლოებით 500 კგ ყველს ყიდიან.


ტენილის გარდა საქართველოში შეხვდებით ყველის ისეთ ტიპებს, როგორიცაა დამბალხაჭო, ნარჩვი, გუდა.


მიქაძე-ჩიკვაიძე 2015 წლიდან აწყობს ყველის ყოველწლიურ ფესტივალს თბილისში. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ყველი. ფესტივალის გარდა, მიქაძე-ჩიკვაიძემ ასევე ხელი შეუწყო ყველის მაღაზიების გახსნას დედაქალაქში. ის ხშირად აძლევს ინტერვიუებს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ჟურნალისტებს და ცდილობს გაზარდოს ცნობადობა და მოახდინოს ყველის სახეობების პოპულარიზაცია.


წყარო: BBC

forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up