„საბაზრო კრიზისი განმეორდება" - რა მიწერა უორენ ბაფეტმა ინვესტორებს ყოველწლიურ წერილში

„საბაზრო კრიზისი განმეორდება" - რა მიწერა უორენ ბაფეტმა ინვესტორებს ყოველწლიურ წერილში

access_time2017-03-05 20:00:51

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უორენ ბაფეტი ტრადიციას არ არღვევს და საკუთარი კომპანიის Berkshire Hathaway-ის აქციონერებს ყოველწლურ წერილს უგზავნის. მართალია, ბაფეტი ამას 1965 წლიდან აკეთებს, თუმცა წლევანდელი წერილი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რამდენადაც როგორც აქციონერები, ასევე რიგითი ადამიანები ელოდებოდნენ მის კომენტარებს დონალდ ტრამპთან დაკავშირებით. ცნობისათვის, მილიარდერი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი იყო.

 


ყველაფრის მიუხედავად ამერიკა აყვავდება


ბაფეტს არც ერთხელ არ უხსენებია წერილში ტრამპის სახელი, თუმცა მან ღიად მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკას. „ამერიკამ გააერთიანა ადამიანის გონების სისხარტე, საბაზრო სისტემა, ნიჭიერი იმიგრანტების ამბიციები და კანონის უზენაესობა. ამან მოგვცა ჩვენ ისეთი აყვავების საშუალება, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ ქვეყნის დამაარსებლები. ემიგრამტებმა გააბედნიერეს ეს ქვეყანა" - წერს ბაფეტი.

 


ინვესტორს ასევე სჯერა, რომ აშშ-ს წინსვლას ვერ შეუშლის ხელს ვერაფერი - ვერც პოლიტიკური ცვლილებები და ვერც საბაზრო კატაკლიზმები.

 

„რა თქმა უნდა, დოვლათის შექმნა ხანდახან დროებით შეფერხდება, თუმცა მცირე ხნით, მაგრამ ის არასდროს არ შეჩერდება. ვამბობდი და ვამბობ - დღეს აშშ-ში დაბადებული თაობა - ყველაზე იღბლიანია მსოფლიო ისტორიაში" - თვლის უორენ ბაფეტი.

 


საბაზრო კრიზისი განმეორდება

 


თუმცა, უორენ ბაფეტი აფრთხილებს ინვესტორებს, რომ ამჟამინდელი აქციების ზრდის ტენდენცია ადრე თუ გვიან შეწყდება. „შემდგომი წლები პერიოდულად მოიტანს ინდექსების დაწევას, ბაზრის პანიკას, რომელიც შეეხება თითქმის ყველა აქციას. ვერავინ ვერ იტყვის როდის მოხდება ეს. თუმცა, ნუ გეშინიათ ამ დრამატული მოვლენების. საყოველთაო შიში - ინვესტორების მეგობარია, რადგანაც ის იძლევა აქციების მომგებიანი ფასით შეძენის საშუალებას" - წერს ინვესტორი.

 

 

როგორ მდიდრდებოდა უორენ ბაფეტი კრიზისის პერიოდში


2008 წელს, გლობალური კრიზისის პიკზე, ბაფეტმა დააფინანსა ბანკი Goldman Sachs 5 მლრდ. დოლარით, რის სანაცვლოდ მიიღო პრივილეგირებული აქციები წლიური 10%-ანი მოგებით (500 მლნ. დოლარი წელიწადში). 2011 წლის მაისში ბანკმა გამოისყიდა ეს აქციები უკვე 5,5 მლრდ. დოლარად. მიღებული დივიდენდების (1, 25 მლრდ. დოლარი) ჩათვლით, ბაფეტის მოგებამ მხოლოდ ამ ერთი გარიგების შედეგად მიაღწია 1, 75 მლრდ. დოლარს, ანუ ჩადებული თანხის 35%-ს. ამის გარდა Berkshire Hathaway მიიღო უფლება 5 წლის მანძილზე შეეძინა Goldman Sachs-ის 43 მლნ. აქცია შეღავათიან ფასში - 115 დოლარი თითო აქციაში.

 


2013 წელს გარიგების გადახედვის და აქციების გაძვირების შედეგად, ბაფეტმა უფასოდ მიიღო Goldman Sachs-ის 11, 4 მლნ. აქცია, რომელმაც მოიტანა ფონდს მოგება 2 მლრდ. დოლარის ოდენობით. მსგავსი გარიგება უორენ ბაფეტმა დადო Bank of America - იქაც საქმე ეხებოდა 5 მილიადრიან ინვესტიციას და პრივილეგირებული აქციების ყიდვას.

 

 

უორენ ბაფეტი უოლ-სტრიტის მმართველების წინაამღდეგ

 


ბაფეტი წერს, რომ უზარმაზარი საკომისიოები, რომლებსაც ართმევენ ინვესტორებს ჰეჯ-ფონდები, „სრულიად არ შეესაბამება მათი საქმიანობის შედეგებს, სამაგიეროდ, ფონდების ხელმძღვანელები ბანაობენ ფუფუნებაში". მისი შეფასებით, ბოლო წლებში ჰეჯ-ფონდების მიერ გამომუშავებული მოგების 60% წავიდა მათი ტოპ-მენეჯერების ჯიბეებში. „როდესაც უოლ-სტრითის ხალხი მართავს ტრილიონებს, უზარმაზარი მოგება მიდის მათ ჯიბეებში, და არა კლიენტების სასარგებლოდ" - აჯამებს ინვესტორი.

 

 

უორენ ბაფეტის ზემომგებიანი მანქანა

 


23, 4% - ით გაიზარდა Berkshire Hathaway-ს აქციების ფასი 2016 წელს. 52 წლისგანმავლობაში, რაც ბაფეტი კომპანიას ხელმძღვანელობს, Berkshire Hathaway-ს საშუალო წლიური მოგება 20,8%-ით გაიზარდა. 2017 წლის 24 თებერვლის მონაცემებით Berkshire Hathaway-ს კაპიტალიზაცია 420 მლრდ. დოლარით გაიზარდა. 223, 6 მლრდ. დოლარი - Berkshire Hathaway-ს კონსოლიდირებული შემოსავალი, რაც 6% აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ამასთან, 2016 წელს Berkshire Hathaway-ს სუფთა მოგება გაიზარდა 21,4 მლრდ დოლარით. Forbes-ის შეფასებით კი 76,3 მლრდ. დოლარით გაიზარდა უორენ ბაფეტის პირადი სიმდიდრე.

 

ბაფეტის ფონდი აერთიანებს 90 კომპანიას - სადაზღევო GEICO და General Re, სარკინიგზო BNSF, ელექტროენერგეტიკული Berkshire Hathaway Energy, და ა.შ.

 

2016 წელს ფონმდა გადაიხადა 32. 7 მლრდ. დოლარი აეროკოსმოსური აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Precision Castparts-ში და 4,2 მლრდ. დოლარი ბატარეების მწარმოებლის Duracell-ში. ასევე ფონდი ფლობს პორტფელურ ინვესტიციებს ამერიკულ კომპანიებში - მათ შორის Wells Fargo ($27,6 მლრდ), IBM ($13,5 მლრდ.) და Apple ($7,1 მლრდ).

 

 

100-მილიარდიანი ფონდი

 


Berkshire-ს ბიზნესის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია დაზღვევა - მისი კუთვნილი კომპანიები (BH Reinsurance, General Re, GEICO) იღებენ სადაზღევო პრემიებს, რომლებიც ხმარდება კომპანიების და აქციების ყიდვას. ფაქტობრივად, ეს არის იაფი კრედიტი იმის მიუხედავად, რომ კომპანიები ხარჯავენ წელიწადში მილიარდობით დოლარს დაზღვეულების სასარგებლოდ. 2017 წლის დასაწყისში Berkshire-ს მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიების ოდენობამ მიაღწია 100 მლრდ. დოლარს. ამავე დროს, ბაფეტი ამტკიცებს, რომ მისი ფონდი გაცილებით უფრო ფრთხილი და კონსერვატიულია რისკებთან მიმართებით, ვიდრე სხვა სადაზღვევო კომპანიები.

 

„თუ სადაზღვევო ინდუსტრია დაკარგავს 250 მლრდ. დოლარს რამე მეგაკატარასტოფის შედეგად, ჩვენ მაინც გვექნება სოლიდური წლიური მოგება" - წერს მილიარდერი.

 


ციტატები უორენ ბაფეტის წერილიდან

 

„დღეს მე უფრო ჩავიტარებ კოლონოსკოპიას, ვიდრე გამოუშვებ Berkshire-ს ახალ აქციებს"

 

„მედიის ან ზოგიერთი აქციონერის კომენტარებიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ვაპირებთ აქციების ნაწილის სამუდამო ფლობას. დიახ, ჩვენ გვაქვს აქციები, რომელსაც მე არ გავყიდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ვინმესთან რამე ვალდებულება აქციების სამუდამო ფლობის შესახებ".

 

„თუ 1000 მმართველი ყოველი წლის დასაწყისში გააკეთებს პროგნოზს ბაზრის მდგომარეობის შესახებ, შესაძლებელია, გამოჩნდეს ერთი, ვისი პროგნოზები გამართლდება 9 წელი ზედიზედ. ალბათ ,1000 მაიმუნშიც მოიძებნება ასეთი წარმატებული წინასწარმეტყველი. განსხვავება იმაშია, რომ მაიმუნი ვერ შეკრიბავს იმ ადამიანების რიგს, რომლებსაც სურს გადასცეს მას თავისი დანაზოგები".

 

 

ავტორი: rbc.ru

 



კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up