საბავშვო პროდუქციის ბიზნესს ლარის პრობლემები არ შეხებია – კომპანიები გაფართოებას გეგმავენ

საბავშვო პროდუქციის ბიზნესს ლარის პრობლემები არ შეხებია – კომპანიები გაფართოებას გეგმავენ

person access_time2016-02-14 16:04:41

საბავშვო პროდუქციის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლები ბაზრის მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ამ სფეროში კრიზისი არ იგრძნობა და მაღალფასიან პროდუქციაზეც კი მოთხოვნა, თუ მომატებული არ არის, არც შემცირებულია. ზოგიერთ მათგანში მხოლოდ უმნიშვნელო შემცირება ფიქსირდება, რაც კომპანიების გაფართოების გეგმებს ხელს არ უშლის. 

 

მაღაზია Hauck-ის ხელმძღვანელი მალხაზ სამხარაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, საბავშვო საქონელი ისევ მოთხოვნადია და მისი გაყიდვები აქტიურად მიდის. სამხარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გაუფასურდა ლარი, შემცირდა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა, მაგრამ საბავშვო საქონელზე მომხმარებელი ეკონომიას მაინც არ აკეთებს.


მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გაყიდვების დინამიკა თუ ისეთი მზარდი არ არის, არც შემცირება ფიქსირდება. მაღაზიაში ძალიან მოთხოვნადია ბავშვის ეტლები, მანეჟები, სკამ-მაგიდები, მანქანის სკამები, რომელთა ფასი 150 ლარიდან 1600 ლარამდე მერყეობს.



სამხარაძის განცხადებით, მაღაზიას ამ დროისთვის თბილისში 1 ობიექტი აქვს, თუმცა, დაგეგმილია გაფართოება. ბავშვის გერმანული საქონლის მაღაზია Hauck-ი საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდანაა.


ქართულ ბაზარზე საბავშვო პროდუქციის ბრენდების მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ მაღაზია Stokke-ში, თუმცა აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვები შედარებით შეუმცირდათ. მაღაზიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაყიდვების კლება იმდენად უმნიშვნელოა, რომ ეს მათ საინვესტიციო გემებს ხელს არ შეუშლის. კერძოდ, დღეს მაღაზია თბილისში 3 ობიექტით არის წარმოდგენილი, უახლოეს პერიოდში კი შესაძლებელია მეოთხე მაღაიის გახსნაც.


Stokke-ის წარმომადგენლის განცხადებით, საბავშვო ეტლების ფასი 500-600 ლარიდან 3 000 ლარამდე მერყეობს. Stokke-ი საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდანაა.


 




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up