საბავშვო ბაღი, სკოლა და კვების ობიექტები, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

საბავშვო ბაღი, სკოლა და კვების ობიექტები, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

access_time2020-02-14 12:32:08

სურსათის ეროვნული სააგენტომ 2019 წლის მე-4 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები.


„ბიზნესპრესნიუსი“ სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, კაფე/ბარების, სკოლის-საბავშვო ბაღის სასადილოების, აგრარული ბაზრების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.


შპს „მასტერ ფუდი“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც წვეთავს იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი.


შპს „გურმანი IX“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოს ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; გამწოვზე ფიქსირდება კონდენსატი; სამზარეულოს ინვენტარი არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფექციას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში.


თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.


შპს „ლეგო 2011“ (აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ. 186) - ყველის სექციაში ( ფ.პ დალი წულაიას და ფ.პ მზია თითბერიძის) დახლებში დარღვეულია ყველის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.


შპს „სამგორი 2004“ (აგრარული ბაზარი, მოსკოვის გამზირი 6) - შენახვა/რეალიზაციის ეტაპზე არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა.


შპს მ.ზ. (აგრარული ბაზარი, „დიდუბის“ მეტროს მ/ტ) - იმ სათავსოში (ხორცის დასაჭრელ კუნძთან), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, კედელი არ ექვემდებარება დასუფთავება/დეზინფექციას; არ სუფთავდება სამზარეულოს ინვენტარი.


შპს „ანტრე 2008“ (კაფე-ბარი, რესტორანი, გაგარინის ქ. #25) - იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვი), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე, არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი, სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალება არ იძლევა სურსათისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების და აღრიცხვის შესაძლებლობას.


შპს „ჯორჯიან გრუპი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მარჯანიშვილი ქ. #5) იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება.


შპს „ფასანაური 2015“ (კაფე-ბარი, რესტორანი, ვ. გორგასლის ქ #1) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა. ცომსაზელი განთავსებულია გასახდელსა და საწყობის სივრცეში; კედლები ცომსაზელთან დაზაინებულია, ხდება ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; ცომსაზელის თავზე და სალათების მოსამზადებელი მაგიდის თავზე ჭერი დაზიანებულია, ხდება ნაწილაკების ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; შესაფუთი მასალა არ ინახება ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე სახით დაბინძურება.



შპს „სფაის გარდენ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დავით აღმაშენებლის გამზ. N123) - იმ სათავსოს ჭერზე და დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.


შპს „იფქლი პირველი“ (პურის საცხობი, თონე, ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. #22/24) - პურის საცხობ ღუმელებთან ჭერში ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა წარმოების ღია პროცესზე; ჭერის ნაწილი პურის საცხობ საამქროში დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები.


მერაბი დვალი (სასადილო, აბასთუმნის ქ. №1) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობით მწერი; კედლის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმობის ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; ჭერის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის ჭუჭყიანი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლისა და აღჭურვილობის (თასები, დანები, ჩამჩები, ქვაბები) რეცხვა დეზინფექცია არ ხდება; ინვენტარის (თასები, ქვაბები) ნაწილი კოროზირებულია.


შპს „კ და მ რესტორნები 1“ (კაფე-ბარი, რესტორანი, რუსთაველის ქუჩა N 2/4) სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც ხინკალი იხარშება) წარმოიქმნება კონდენსატი.


შპს „გრანდი“ (სწრაფი კვების ობიექტი, აკაკი წერეთლის გამზირი 142 მოპირდაპირედ) - არასათანადო პირობები

ი/მ თორნიკე სისაური (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, აკ.წერეთლის გამზ N42) - ნედლეული ინახება არასათანადო პირობებში.


შპს „ბოჰემა“ (კაფე-სახაჭაპურე, გრიშაშვილის ქ. N11) - სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა არ არის სუფთა მდგომარეობაში.წარმოიქმნება კონდენსატი.ლამზირა ბიგანაშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი, ჭიაურელის N38) - იმ სათავსოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტემაზე წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.


შპს ელელ ჯგუფი (საშაურმე, დიღმის მასივი IV და V კვარტალს შორის არსებულ ტექსელის ხეივანში არსებული შენობა 49) - გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის დაბინძურებული, გროვდება კონდენსატი.


ი/მ თორნიკე სისაური (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, ბაქოს ქ. N1) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფიცირება, რომელიც შეხებაშია სურსათთან.


შპს Aladashvili&co (სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება/სასადილო, ტურგენევის ქ. N1) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.


შპს ლუდის ქარხანა ჩემო კარგო (კაფე-ბარი, რესტორანი, ბელიაშვილის ქ. #25) - სურსათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში და წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.


შპს ,,ფენიქსი'' (კაფე-ბარი, რესტორანი, დ.აღმაშენებლის გამზ 42) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.


შპს „კუში ინდიან ფუდ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მერაბ კოსტავას ქ #44) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის/წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ არის დაცული სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.


ი.მ დავით სარდლიშვილი (სასადილო, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ) - ანტისანიტარია, კონდენსატის დაგროვება, სამზარეულოს არასათანადო ინვენტარი.


შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (სასადილო, ვარკეთილის მეტროს მ.ტ) - დაბინძურებულია სავენტილაციო სისტემა, გროვდება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია.


ლელა ცხვარაძე (კაფე-ბარი, რესტორანი. თემქა მე-3 მ/რ, მე-5 კვ. მე-16 მ/ტ) - გროვდება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.


შპს ფუდტოპია (სწრაფი კვების ობიექტი, რუსთაველის გამზ N2-4) - კონდენსატის დაგროვება, ნივთების არსათანადო რეცხვა-დეზინფიცირება.


გია ჩიგოგიძე (საცხობი, ცაბაძის ქ. 8, ფაცხები) - კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ სუფთავდება და კოროზირებულია საგნები და აღჭურვილობები.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up