საბანკო სისტემამ პოსტპანდემიური ზრდა დაიწყო

საბანკო სისტემამ პოსტპანდემიური ზრდა დაიწყო

access_time2021-04-18 20:00:31

მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა პანდემიური შოკიდან გამოსვლა დაიწყეს.


JP Morgan, Goldman Sach და Wells Fargo-მ 2021 წლის 3 კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს. როგორც ციფრებიდან ჩანს, ეს ბანკების კრიზისიდან პირველები გამოდიან, რაც აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაზე მეტყველებს.


JPMorgan

პირველ კვარტალში JPMorgan-ის მოგება 5-ჯერ გაიზარდა, 2021 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 14,3 მლრდ. დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,8 მლრდ. ასევე გაზრდილია აქციების მომგებიანობა - 0,78-დან 4,5 დოლარამდე.


მოგების ასეთი ზრდა ბანკის მიერ რეზერვებიდან 5,2 მლრდ დოლარის გამონთავისუფლებამ გამოიწვია, 1 წლის წინ, პანდემიის დასაწყისში JP Morgan-მა რეზერვები 6,9 მლრდ-ით გაზარდა.


ბანკები თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით გამოწვეული შოკიდან გამოდიან, პანდემიის გავლენა კი მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. ამან კი მათ რეზერვების გამონთავისუფლების შესაძლებლობა მისცა.


JP Morgan-ის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 14%-ით, 32,3 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს (30,5 მლრდ.) მნიშვნელოვნად აღემატება. ყველაზე დიდი ზრდა ბანკის საინვესტიციო და კორპორაციულმა ქვეგანაყოფებმა აჩვენეს.



პარალელურად, სამომხმარებლო სეგმენტში კი პირიქით, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემოსავალი 6%-ით შემცირდა.


კარგი ფინანსური შედეგების მიუხედავად, 14 აპრილს ბანკის აქციების ღირებულება 1,9-ით შემცირდა.


Goldman Sachs

ბანკმა რეკორდული შემოსავლის და მოგების მიღება მოახერხა, რაც ეკონომიკის აღდგენით და საფონდო ბაზრის სწრაფი ზრდითაა გამოწვეული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Goldman Sachs ძირითადად საინვესტიციო ბანკია და ნაკლებად მომგებიან სამომხმარებლო სეგმენტში არ მუშაობს.


ფინანსური ინსტიტუტის შემოსავალმა 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 2-ჯერ გადააჭარბა და რეკორდულ 17,7 მლრდ. დოლარს მიაღწია. ასევე 5,6-ჯერ, 6,8 მლრდ. დოლარამდეა გაზრდილი მოგებაც.


საინვესტიციო სექტორის შემოსავალმა 3,7 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო საფონდო ბაზრებზე ვაჭრობის განყოფილების - 7,5 მლრდ.-მდე.


კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Goldman Sachs-ის აქციების ფასი 3,5%-ით გაიზარდა.


Wells Fargo

ბანკის კვარტალურმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა - სუფთა მოგება 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7-ჯერ, 653 მლნ.-იდან 4,7 მლრდ.-მდე გაიზარდა. 


ისევე, როგორც JP Morgan-მა, Wells Fargo-მ დანაკარგების რეზერვები 1 მლრდ. დოლარით შეამცირა, რაც მოგების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა.


ბანკის შემოსავალი 2%-ით, 18 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, 2020 წლის პირველ კვარტალში ამ მონაცემმა 17,7 მლრდ. დოლარი შეადგინა.


rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up