მსესხებლები მიკროსაფინანსოებისგან ვალდებულებების პატიებას ითხოვენ

მსესხებლები მიკროსაფინანსოებისგან ვალდებულებების პატიებას ითხოვენ

access_time2020-03-24 11:30:24

მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ნაწილს შეუძლია საბანკო სესხი არ გადაიხადოს. კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომერციული ბანკების გარკვეულმა ნაწილმა მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადება შესთავაზა. ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, არამარტო საბანკო სექტორის მომხმარებლებში, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლებშიც, რომლებიც მისო-ებისგან შეღავათებს ითხოვენ.


 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ საბანკო ინიციატივას ნაჩქარევი და მოუმზადებელი უწოდა. მისი თქმით, მომხმარებელთან კომუნიკაცია თავიდანვე აუცილებელი იყო, რათა არ მომხდარიყო ამ შეთავაზების სხვანაირად აღქმა.


„ინიციატივა, რომელიც 3 თვიან საშეღავათო პერიოდს გულისხმობს, ნაჩქარევი და მოუმზადებელი იყო, რამაც საკრედიტო ბაზარზე სრული პანიკა და ქაოსი გამოიწვია, ჯერ კიდევ არ არის დათვლილი ეს რა შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც დაახლოებით ისეთივეა ვალების ჩამოწერის პროგრამის დროს რომ იყო. დადებითად მხოლოდ იმ სოციალური პროექტის შეფასება შეიძლება, რომელიც რეალურ შედეგს გამოიღებს და მოსახლეობის სოციალურ ფონს გააუმჯობესებს. რესტრუქტურიზაცია არ არის ბანკების და მთავრობის მოგონილი, ეს დიდი ხნის განმავლობაში აპრობირებული მეთოდია, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვიყენებთ, თუ ამის ობიექტური მიზეზი არსებობს და ცალკეულ ბიზნესს ან მსესხებლებს პრობლემა ექმნება. თუმცა, ამას უნდა ჰქონდეს ობიექტური მიზეზი, მართალია არსებული სიტუაცია შეეხო ცალკეულ ბიზნესებს და მსესხებლებს, მაგალითად, ვისაც გზავნილები ჰქონდა იტალიიდან, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ, მაგრამ მასიურად ამის შეთავაზება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუ ამას აპირებდნენ უნდა მომხდარიყო კლიენტებისთვის დეტალური ახსნა და სწორი კომუნიკაცია, რადგან ფინანსური განათლება და თვითშეგნება საქართველოში არ არის მაღალი, ამიტომ წამოვიდა მისო-ების მიმართულებით სრული ისტერიკა და ითხოვენ არათუ სესხების გადავადებას, არამედ პატიებას, რადგან ბანკების ინიციატივა ასე აღიქვეს. თუ გადავადებას ვთავაზოთ ისევ ჩვენ ვილანძღებით, რადგან ჰგონიათ, რომ სესხები უნდა ვაპატიოთ, რაც ჩვენს იმიჯს და ფინანსურ მდომარეობას აზარალებს“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.


ბესო შენგელიას თქმით, მისო-ები საშეღავათო პერიოდს იმ მსესხებლებს სთავაზობენ, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ, თუმცა, ბანკების მსგავსად საყოველთაო რეკონსტრუქციის განხორციელება მათი უმრავლესობისთვის რთული იქნება.


„მთელი სასესხო პორტფელის გადავადების საშუალება შეიძლება მსხვილ ბანკებს ჰქონდეთ, რადგან სებ-ის რესურსებზე წვდომა და ბევრად დიდი კაპიტალი აქვთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს დიდი რისკია, რადგან ადგილობრივ რესურსებზე წვდომა არ გვაქვს, გვაფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ახლა ძალიან ჭიანურდება, ამიტომ სესხების მასიურ გადავადებას ვერ მოვახდენთ, თუმცა როგორც ყოველთვის ინდივიდუალურ მსესხებლებს განვიხილავთ. ასეთი განცხადებები და ინიციატივები მეტი პასუხისმგებლობით და შორსმჭვრეტელობით უნდა ხორციელდებოდეს, რომ არ მივიღოთ მასიური პანიკა, რამაც უკვე დაარტყა დოლარის კურსს. ეს პრობლემა ჩვენთან ერთად მცირე ბანკებსაც დაუდგათ. ამ მასიურმა შეთავაზებამ გამოიწვია ის, რომ ვისაც არ სჭირდება ისინიც ითხოვენ გადავადებებს“, - აცხადებს შენგელია.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დიდი კომერციული ბანკების მსგავსად მათაც დაიწყეს  ყველა მსესხებლისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება, თუმცა, ეს ყველა მიკროსაფინანსოსთვის მარტივი განსახორციელებელი არ იქნება.


„რიკო ექსპრესის ნებისმიერ სესხზე საშეღავათო პერიოდი ჩაირთო და ამ პერიოდის განმავლობაში მსესხებლებს ჯარიმა აღარ დაერიცხებათ. კლიენტებს შეუძლიათ გადაიხადონ ან ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით, რაც პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება, შეიძლება ეს იყოს 3 თვე ან უფრო მეტიც. ჩვენ დიდი კომერციული ბანკების მსგავსად  ვაკეთებთ ამ შეღავათს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ლომბარდებზე და სხვა სახის სესხებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სალომბარდე სესხების ჭარბი მოთხოვნის მიუხედავად, არ ავწიეთ საპროცენტო განაკვეთი, მაშინ როდესაც ამის საშუალებას ბაზარი გვაძლევს, არ მინდა იმ კომპანიებს მივეკუთვნებოდეთ,  რომლებიც ცდილობენ არსებული ვითარებით ბოროტად ისარგებლონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ვემსახურებით მოსახლეობის ყველაზე  დაუცველ ფენას, რომლებიც ლომბარდებით სარგებლობენ, ამიტომ სადამდეც შევძლებთ მინიმალური პროცენტებით ვიმუშავებთ. დღეს ყველაზე მეტად დახმარება პენსიონერებს სჭირდება, ამიტომ არათუ სესხის აწევას ვგეგმავთ, არამედ კათარზისთან ერთად ვცდილობთ მოხუცებს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, - განმარტავს ლაშა ნიკოლაიშვილი.


კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალიც“ სთავაზობს მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეღავათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებელს, ვინც ბიზნეს თუ სამომხმარებლო შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა შექმნილმა ვითარებამ.


„კრისტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა.საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე  და პროცენტზე. თუმცა, შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად, ამ პერიოდში გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პროცენტის დარიცხვა. თითეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, რადგანაც გავლენა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა“, - აცხადებენ „კრისტალში“.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და 16 მარტიდან მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება დაიწყო.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up