საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა

access_time2021-11-25 17:20:00

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 487.37 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.62%-ით მეტი). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 210.11 მლნ ლარით, ანუ 1.35%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.62%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 277.26 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.62%-ით).


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 39.21 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).



ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.84% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.78%.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.33%, ხოლო ევროს წილმა 15.32% შეადგინა.




თეგები:
დეპოზიტები



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up