საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.01%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 407.56 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 386.33 მლნ ლარით, ანუ 2.56%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.49%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.03 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.91 პროცენტული პუნქტით).
სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.63%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.25%, ხოლო ევროს წილმა 14.32% შეადგინა.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტები, ნაშთი