„საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი შესაძლოა  3%-დან  10%-მდე გაიზარდოს“

„საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი შესაძლოა 3%-დან 10%-მდე გაიზარდოს“

access_time2020-05-14 10:00:22

მარტში ვადაგადაცილებული სესხები 66.7 მლნ ლარით გაიზარდა და 503.4 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4% იყო.


საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი შესაძლოა 10%-მდეც გაიზარდოს, მაშინ როდესაც, ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალი,3%-მდეა. .


„მიმდინარე პერიოდში ეკონომიკა ინერციით მიდის და ჯერ კიდევ დარჩენილი ფულის ტრიალი მიმდინარეობს, რაც უკვე იწურება, რაც რეალური კრიზისის საფუძველი გახდება.პრობლემები  იმ დროს წარმოიქმნება, როდესაც საშეღავათო პერიოდი გავა, საუბარია ივნისის პერიოდზე. ვადაგადაცილებული სესხების გაზრდილი რაოდეობა რაც წინა თვეში დაფიქსირდა განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. თუმცა, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების  რაოდენობა გაიზრდება. უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალი იქნება  და შესაბამისად სესხების დაფარვის წყაროებიც აღარ იარსებებს. აქედან გამომდინარე, საბანკო  სექტორს მოუწევს დაკრედიტების პირობების გამკაცრება, რისკების გადახედვა და რეალურად ეკონომიკისთვის არცთუ ისე კარგი პერიოდი დადგება“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.



ექსპერტის განმარტებით, სესხები ეკონომიკამ და ბიზნესმა უნდა იხადოს, რაც უახლოეს პერიოდში გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ძნელი წარმოსადგენია.


„მართალია ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ეკონომიკა ფულით მოემარაგებინა, რეზერვები და ბუფერები შეუმცირა კომერციულ ბანკებს, თუმცა, ეს საკმარისი  არ იქნება თუ რეალური ეკონომიკური სექტორი არ ამოძრავდა და ფულის გამომუშავება არ დაიწყო. შესაბამისად, სასესხო პორტფელის გაუარესების მოლოდინი დიდია და პრობლემებიც ძალიან მალე დაიწყება. ეს სესხები ეკონომიკამ და ბიზნესმა უნდა იხადოს, რაც უახლოეს პერიოდში გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ძნელი წარმოსადგენია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ისევ სესხების რესტრუქტურიზაცია იქნება, ოღონდ ამ შემთხვევაში  განსაზღვრული სეგმენტისთვის და არა ყველასთვის როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, რადგან კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის კუთხით ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბანკებს საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ეკონომიკის დაკრედიტებაში და ეს მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.


აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების 35% ეროვნული ვალუტითაა დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა და 58.5%-ს გაუტოლდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up