საბანკო სექტორმა პანდემიური წელი, შესაძლოა, მოგებით დაასრულოს

საბანკო სექტორმა პანდემიური წელი, შესაძლოა, მოგებით დაასრულოს

access_time2020-10-28 09:00:00

„საბანკო სექტორი წლის ბოლოსთვის ზარალიანი აღარ უნდა იყოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.


აკაკი გელაზონიას განმარტებით, შესაძლებელია, რომ სექტორი მოგებაზეც გავიდეს.


„მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორი წლის ბოლოსთვის ზარალიანი აღარ უნდა იყოს. შეიძლება იყოს უმნიშვნელო მოგებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სესხის რეზერვებთან დაკავშირებულ ხარჯებს აღარ ველოდებით. მარტში მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე, ადეკვატური რეზერვებია შექმნილი,“ - განმარტა გელაზონიამ.


მისივე ინფორმაციით, საბანკო სექტორი კვლავ ზარალზეა, მაგრამ პანდემიის დაწყების შემდეგ ზარალი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.



„თავდაპირველად საბანკო სექტორის ზარალი გამოიწვია იმან, რომ პანდემიის დასაწყისში ბანკებს მოუხდათ მოსალოდნელი ზარალების ერთბაშად აღიარება, თუმცა შემდეგი პერიოდის მომგებიანობის ხარჯზე ეს ზარალი სექტორმა შეიმცირა,“- განმარტა ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა.


შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორი სექტემბერშიც მოგებაზე გავიდა და ზარალი 65 მლნ ლარით შეუმცირდა. 1 ოქტომბრის მდგომაროებით ზარალი 252 მლნ ლარს მცირედით აღემატება.


business-partner.ge







1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up