„საბანკო სექტორის მონოპოლია იწვევს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და ფულის სიძვირეს“ - რამაზ გერლიანი

„საბანკო სექტორის მონოპოლია იწვევს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და ფულის სიძვირეს“ - რამაზ გერლიანი

access_time2019-05-12 10:00:42

საქართველოს საფონო ბაზრის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს გადაცემაში „პროფესიონალები“. გადაცემის სტუმარის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის, რამაზ გერლიანი თქმით, საფონდო ბირჟის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა პრივატიზაციის პროცესია.

“საფონდო ბირჟები მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში : აშშ-ში, ინგლისში, ჩინეთში, იაპონიაში და ა.შ. არის კერძო კომპანიების ინდექსის სახით ან ინდივიდუალურად წარმოდგენილი. შესაბამისად, თუ გვსურს ჩვენი საფონდო ბირჟის განვითარება, მნიშვნელოვანია გავითავისოთ ის, რომ უნდა მიმდინარეობდეს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, სწორედ ასე იქმნება ბირჟის ბრუნვა.  თუ  არ არსებობს კომპანია, არ არსებობს სააქციო საზოგადოება, მაშინ გასაყიდიც არაფერი იქნება.

საბანკო სექტორის ერთადერთი მთავარი კონკურენტი სწორედ საფონდო ბაზარია. საბანკო სექტორის მონოპოლია იწვევს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და ფულის სიძვირეს. ამდენად, თუ გაიზრდება საფონდო ბაზარი, ეს თავის მხრივ, გამოიწვევს,როგორც დაზღვევის ბაზრის, ისე საპენსიო ფონდის სიძლიერეს. როცა საბნკო სექტორისთვის კონკურენტი გაჩნდება ბაზარზე იაფ ფულზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.

ჩვენთან ფაქტობრივად, საფონდო ბაზარი არ არსებობს, არ არიან ძლიერი სადაზღვევო კომპანიები და თუ კი არსებობენ , ისინიც ბანკების „ქოლგებ ქვეშ“ არიან, ყოველივე ამის შემდეგ, ლოგიკურია რომ ჭარბვალიანობა გვაქვს.


პირველ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო საკუთრების ფორმირება, რაც გაამძლავრებს საფონდო ბაზარს, სადაც მოხდება ლიკვიდურობის ამაღლება, შესაბამისად, გაიზრდება მასზე მოთხოვნა და მისი მიმზიდველობაც. სწორედ ამ ყველაფრის მერე ცოცხლდება ბირჟა, და იგი, არამარტო ცოცხლდება, არამედ სხვა საბანკო სექტორის დამაბალანსებელი კონკურენტი მხარეც ხდება.  უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, პირველადი ბაზრიდან აქტივების გადასვლა მეორად ბაზარზე უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან. აუცილებელია, ამ აქტივების სპეციალური საინვესტიციო ნიშნით პრივატიზება,“ - ამბობს რამაზ გერლიანი.






კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up