საბანკო სექტორის ჯამურმა აქტივებმა პირველად გადააჭარბა ქვეყნის მშპ-ს

საბანკო სექტორის ჯამურმა აქტივებმა პირველად გადააჭარბა ქვეყნის მშპ-ს

access_time2021-09-30 14:00:35

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების და სესხების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 57.49 მლრდ ლარს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ზე მეტია.



ფინანსისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რეალური ინვესტირების პრობლემას ქვეყანაში,  გამოწვეულია ბანკების შიდა პოლიტიკითაც. კერძოდ, იმ გარემოებით, რომ ბანკებმა თავიანთი კაპიტალის  დიდი ნაწილი არ გაუშვეს მოგებაში და აქტივებში გადაიტანეს.



,,ბანკების აქტივების ზრდა რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს შიდა პოლიტიკით განპირობებული. მათ თავიანთი კაპიტალის დიდი ნაწილი გაუშვეს არა მოგებაში, არამედ აქტივებში და ტექნიკურად ამან ითამაშა დიდი როლი. როგორც წესი, ჩვენ თუ შევხედავათ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში, საერთაშორისო პრაქტიკასაც თუ გავითვალისწინებთ, შეიძლებოდა ეს რესურსი მიმართულიყო კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს სფერო რეალურად განვითარების დაბალ დონეზეა. გარდა ამისა, არ ხდება რეალური ინვესტირება და შესაძლებელია ამანაც მნიშვნელოვნად მოახდინა ზეგავლენა, რომ ბანკების აქტივები გაიზარდა“, - უთხრა პაატა ბაირახტარმა ,,კომერსანტს“.

 


პანდემიისას, როგორც ეს ოფიციალური მონაცემებიდანაც ჩანს, საბანკო სექტორის მდგრადობა შენარჩუნებულია და მას  არანაირი საფრთხე არ ემუქრება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს,  აქტივების მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს, თუ რა დონეზეა საქართველოს საბანკო სექტორი განვითარებული.




,,ფასიანი ქაღალდების ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში ჯერადად აღემატება რეალურ სექტორში შექმნილ დოვლათს, მშპ-ს სიდიდეს. ეს აჩვენებს, რა დონეზეა განვითარებული ქვეყანაში საბანკო სექტორი. თუმცა, ჩვენ  მშპ-ს მხოლოდ  გასული წლის მონაცემი გვაქვს, ცხადია, წელს მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ამ მიმართულებით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი ,,ლიდერის ყვითელი მაისურს“ შეინარჩუნებს. ვისურვოთ ეს უპირატესობა არა მარტო თვითკმარი საბანკო სისტემისთვის იყოს კარგი, არამედ მთელი ეკონომიკისთვის“, - ამბობს არჩვაძე.



როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 458.02 მლნ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.47 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 57.49 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.11 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.38 პროცენტია.



2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.



რაც შეეხება მშპ-ს ზომას, 2020 წლის მონაცემით, 54 მილიარდი ლარის დონეზეა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up