საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნაზე კანონპროექტის ინიცირება მაისში მოხდება

საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნაზე კანონპროექტის ინიცირება მაისში მოხდება

person access_time2017-04-11 09:30:48

საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება. ამის შესახებ „კომერსანტს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ილია წულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან.


როგორც წულაია აცხადებს, ამ ეტაპზე ხდება შესწავლა, თუ როგორ შეიძლება საკითხის დარეგულირება და რა ფორმით. „ჯერ კონსულტაციები მიდის, რომ ყველა თემა შეჯერდეს. ბიზნესთან კონსულტაციებიც გავლილია და ძალიან ბევრი ბანკი ამ ინიციატივის მხარდამჭერია. მათ შორის დიდი ბანკებიც "-აცხადებს წულაია.


როგორც წულაია რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან" განმარტავდა, უახლოეს პერიოდში მოხდებოდა ისეთი კანონმდებლობის ინიცირება, რომელიც უკვე ირიბადაც კი გამორიცხავდა იმას, რომ ბანკები ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს. რეგულირება მოხდებოდა იმ სახით, რომ არც გვერდის ავლის საშუალება იქნებოდა და არც ისეთი კანონი იქნებოდა, რომ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონოდა.




წულაის განცხადებით, ეროვნული ბანკის ბრძანებით არაპროფილური აქტივების ფლობა რეალურად ვერ გაიმიჯნა,რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. მისი განცხადებით, დღეს ბიზნესს ეშინია ბანკთან ურთიერთობა, რადგან მასში კონკურენტს ხედავს. მისი თქმით, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, რადგან ბიზნესი ბანკში პარტნიორს უნდა ხედავდეს და არა კონკურენტს.



ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები.2016 წლის დეკემბერში ამაზე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაკეთდა. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის პოზიციით, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.



ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.



„კომერსანტთან " დეველოპერული კომპანიების პირველი პირებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ბანკების მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიები კვლავ ამ ბანკებთან კავშირში განაგრძობენ საქმიანობას, რაც კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებშიც ჩანს.

 



„ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

 „ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up