საბანკო სექტორი ითხოვს, მოგების გადასახადის რეფორმა მათზეც გავრცელდეს

საბანკო სექტორი ითხოვს, მოგების გადასახადის რეფორმა მათზეც გავრცელდეს

person access_time2016-02-16 13:56:17

 

საბანკო სექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მოგების გადასახადის რეფორმა მათ არ შეეხებათ.

 

რეფორმა, რომელიც მსხვილი ბიზნესის მიერ უკვე შეფასდა როგორც რევოლუციური,  არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე, აგრეთვე ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, მაგალითად, სსიპ-ები და არასამთავრობო სექტორიფინანსთა მინსიტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ამ სექტორებს ამ ეტაპისთვის ფინანსური კუთხით დახმარება არ სჭირდებათ


მოგების გადასახადის რეფორმა ესტონური მოდელით უნდა განხორცეილდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგება მხოლოდ დივიდენდის განაწილების შემდეგ დაიბეგროს. რეინვესტირებული თანხები კი არ დაიბეგრება.


როგორც „კომერსანტს“ „ვითიბი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განუცხადა, გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება ეს შეღავათი საფინანსო ორგანიზაციებზე მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა  ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის.

 

კონცელიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრო აჰყვა იმ ნეგატიურ პიარ ტალღას, რომელიც ბანკებისკენ არის მიმართული და არ გაითვალისწინა საგადასახადო შეღავათები ამ სფეროსთვის.

 

საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია, კერძოდ რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც გარკვეულად გაზრდის შიდა ინვესტიციებს საქართველოს ბიზნესში და ეკონომიკაში. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა  ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის, ამ კონტექსტში გაუგებარია რატომ არ ვრცელდება ეს შეღავათი საფინანსო ორგანიზაციებზე.  ფინანსთა სამინისტრო აჰყვა იმ ნეგატიურ პიარ ტალღას, რომელიც ბანკებისკენ არის მიმართული და არ გაითვალისწინა საგადასახადო შეღავათები ამ სფეროსთვის. ვთვლით, რომ  ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნეს სექტორი არ უნდა იყოს გამონაკლისი აღნიშნულ კანონში“,- აცხადებს არჩილ კონცელიძე.

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე GBC-სთან ამბობს, რომ სექტორს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, სხვა ბიზნესკომპანებთან ერთად დაბეგვრის შეცვლილ რეჟიმში მოექცეს.

 

მისივე თქმით, მათ ინვესტორებისთვის გაჭირდება ახსნა, რატომ  არის ბანკები ამოვარდნილი ერთიანი რეჟიმიდან.

ვახტანგ ბუცხრიკიძის  ინფორმაციით, ამ დროისთვის ბანკები  პოზიციებს აჯერებენ, პირველი შეხვედრა, ასოციაციაში, ხუთშაბათს  გაიმართა.

მისთვის მარტივი, არითმეტიკული მიდგომა, ბიუჯეტში ბანკების  გადახდილი მოგების დაჯამებით, მიუღებელია, როცა საპირწონე ინვესტორების ინტერესებია.

„ჩვენი სტრატეგიაა მოგების 25% გავცეთ დივიდენდად და  ამ ფორმულას  მაინც არ შეცვლით, ნუსხაში მოვხვდებით თუ არა“,  - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

რამდენად სწორია ხელისუფლების არგუმენტები და საბანკო სექტორის მოთხოვნა? რა გავლენას მოახდენს რეფორმის გავრცელება საბანკო მომსახურებასა და ბიუჯეტზე?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი  აცხადებს, რომ თუ მოგების გადასახადის რეფორმა ბანკებზეც გავრცელდება, ეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობდა ხელს.

„იმ შემთხვევაში თუ ფინანსური რესურსები ფინანსური შუამავლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში თანხის გაცემა. დღეს, როდესაც მათ უხდებათ დეპოზიდების მაღალ საპროცენტო განაკვეთში მოძიება, შესაბამისად, სესხებზეც გაიზარდა სპაროცენტო განაკვეთები. ამ ყველაფერზე დადებითად აისახებოდა რეფორმა და ხელს შეუწყობდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას“,- განაცხადა გივი ადეიშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ შეღავათები ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს არ სჭირდებათ, არასწორია.


„ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები არიან ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორი, რომლებიც ფინანსურ ხელმისაწვდომობას აიოლებს როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ვინაიდან საქართველოში ბანკებს შორის კონკურენცია არის და ბანკები ცდილობენ მოიზიდონ მომმხარებელი უფრო უკეთესი პირობის შეთავაზებით, რეფორმის მათზე გავრცელების შემთხვევაში, აღნიშნული ფინანსური რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა მომხმარებლისთვის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და სხვა დამატებიღ სარგებელზე, რომელსაც მიიღებდა როგორც მომხმარებელი ასევე ბიზნესი“,- აღნიშნა გივი ადეიშვილმა.


თუმცა, მისივე თქმით, მთლიან სექტორზე ამ რეფორმის გავრცელება სახელმწიფოს საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტს დაახლოებით მილიარდამდე ლარი დააკლდება, რისი შევსებაც ხელისუფლებას მოკლევადიან პერიოდში გაუჭირდება.


 

„იმ ფორმით, რა ფორმითაც რეფორმა ახლა არის შემოთავაზებული, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება 400 მილიონი. ეს თანხა უნდა მოიძიოს მთავრობამ სხვა წყაროებიდან. თუმცა, მეორე მხრივ, ამ დანაკლისს აანაზღაურებს ის გაზრდილი ეკონომიკა, რასაც მივიღებთ მომავალში. თუ რეფორმა ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდებოდა, ეს ყველაფერი ამ თანხას გაზრდიდა, სავარაუდოდ საუბარი შეეხებოდა მილიარდამდე ლარს. ამ შემთხვევაში მთავრობას ბევრად მეტი პროექტის შეჩერება მოუწევს და უფრო მეტი ფინანსების მოძიება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ძნელია. შესაძლებელია, რეფორმა მომავალში განხორციელდეს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“,-განაცხადა გივი ადეიშვილმა.

 





„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up