სესხებზე გაზრდილი და დეპოზიტებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთები - როგორ გახდნენ ბანკები კრიზისის პერიოდში მომგებიანები?

სესხებზე გაზრდილი და დეპოზიტებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთები - როგორ გახდნენ ბანკები კრიზისის პერიოდში მომგებიანები?

access_time2021-03-16 11:00:01

2020 წელს საქართველოს საბაკო სექტორის მოგება 9.6-ჯერ 99 მლნ ლარამდე შემცირდა. კლების მიუხედავად სექტორი იყო პრაქტიკულად ერთადერთი რომელიც მოგებაზე გავიდა. ქვეყანაში სადაც კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია, ფიზიკურ პირს დანაზოგის გაკეთება მხოლოდ დეპოზიტის განთავსებით შეუძლია და კომპანიებიც დამატებითი სახსრების მოძიებისთვის მხოლოდ ბანკს მიმართავენ, მოგება გასაკვირი აღარ უნდა იყოს. ამ ყველაფერს შეიძლება სუბიექტური შეფასებებიც დაემატოს კარგი მენეჯმენტი ან დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში.


წლის განმავლობაში ლარში განთავსებულ დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 9.5%-დან 8.3%-მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი 2.7%-დან 2%-მდე. მარტიდან კი ბანკების უმრავლესობამ ის დამატებით 0.25-1 პროცენტის ფარგლებში შეამცირა. უცხოურ ვალუტაში ანაბარმა საინვესტიციო ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ შემნახველიღა შეინარჩუნა. მეტიც, საკუთარი თავის მიმართ დოლარიც უფასურდება. ის რისი ყიდვაც 2020 წელს $100-ით იყო შესაძლებელი, 2021 წელს იმავე პროდუქტისთვის $101.62 გახდა საჭირო. დღევანდელი 100 დოლარი კი მსყიდველობითუნარიანობით 2020 წლის $98.40-ს უდრის, 50 წლის წინანდელს $15.40-ს, 100 წლის წინადელს $6.81-ს და 1900 წლის $3.19-ს.


იმის გამო, რომ ლარი დოლართან 2013 წლიდან მოყოლებული სისტემატურად უფასურდება, გამონაკლისი 2017 წელი იყო როცა 5 თეთრით გამყარდა, დეპოზიტების 62% უცხოურ ვალუტაში ძირითადად დოლარშია დენომინირებული. ფიზიკური პირებისთვის ეს მაჩვენებელი 77%-ს აჭარბებს. გადაწყვეტილება რაციონალურად გამართლებულია, თუ 2020 წლის დასაწყისში ლარზე საპროცენტო განაკვეთი 9.5%-ს უდრიდა, წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა.


საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც შემცირდა. იანვარში ის 16.5%-ს უდრიდა დეკემბერში 14.4%-მდე იყო დაწეული. უცხოურ ვალუტაში პირიქით 6%-დან 6.9%-მდე გაიზარდა. 2021 წლის იანვარში უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდა, ლარში კი 15.7%-მდე გაიზარდა.


როგორც ლარში განთავსებულ დეპოზიტებში, ასევე სესხებში ფიზიკური პირებისთვის საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია. დეკემბერში ანაბარზე დარიცხული პროცენტი იურიდიული პირისთვის 8.2%-ს შეადგენდა, ფიზიკურისთვის 9.4%-ს, სესხებში იურიდიულისთვის 11.6%-ს, ფიზიკურისთვის 17%-ს.


2020 წლის იანვარში გაცემულ ყველა ტიპის სესხზე, ყველა ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი 12%-ს შეადგენდა, დეკემბერში 11.5%-ს, დეპოზიტებზე განაკვეთი 6.9%-დან 6.3%-მდე შემცირდა. თუ წლის დასაწყისში სპრედი - სხვაობა სესხზე დარიცხულ პროცენტსა და დეპოზიტზე გასაცემ პროცენტს შორის 5.1% იყო, დეკემბერში 5.2%-მდე გაიზარდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, დეპოზიტზე კი შემცირდა, ანუ სპრედი გაიზარდა.


2020 წელს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა, თუმცა არა საგანგაშოდ. იანვარში ის 365 მლნ ლარს შეადგენა, ჯამური სესხების 1.15%-ს, დეკემბერში $562 მლნ-ს პორტფელის - 1.53%. შედარებისთვის 2003 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან სესხებში 4.5%-ს აჭარბებდა, 2008 წელს ომამდე 1.8% იყო, 2009 წლის ივნისში 5.4%-ს გადააჭრბა.



რეალურად ბანკებს მოგება იმაზე უფრო ნაკლებად შეუმცირდათ, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ნაჩვენები, სესხების მოცულობა ერთ წელიწადში 17.5%-ით გაიზარდა, 2019 წელს ზრდა მხოლოდ 0.2%-ით მეტი 17.7% იყო.


მენეჯმენტმა კონსერვატიული მიდგომა ამჯობინა და შესაძლო დანაკარგისთვის რეზერვები გაზარდა. თიბისი ბანკის მოგება 123 მლნ ლარი იყო, საქართველოს ბანკის - 57  მლნ, მათ უმოქმედოდ მიჩნეული სესხების წილი 3-3.5 პროცენტიდან 7-8 პროცენტამდე გაზარდეს. თიბისის, მხოლოდ ერთი ბანკის მოგება ჯამური სექტორის მოგებას აღემატება, მაგრამ ბანკების ნაწილი მინუსში გავიდა, რამაც ჯამური მოგება შეამცირა.  


პირველი ლოკდაუნის დროს, ქართულმა ბანკებმა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს, რომელშიც ავტომატურად ჩაერთო ყველა მომხმარებელი, თუმცა მათ შეთავაზებაზე უარის თქმაც შეეძლოთ. მართალია მომხმარებელი საშაღავათო პერიოდში არც ძირს იხდიდა, არც პროცენტს, მაგრამ ძირ თანხას პროცენტი მაინც ერიცხებოდა და თანხობრივად დასაფარი თანხა გაიზარდა. მომხმარებელთა ნაწილისთვის შეღავათი მძიმე პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოდგა, ნაწილი კი მოტყუებული დარჩა, მათ არ იცოდნენ, რომ პროცენტი დარიცხვას განაგრძობდა. ბანკებმა მომხმარებელს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯამური დასაფარი თანხა იზრდებოდა სრულყოფილად ვერ ან არ მიაწოდეს.  


პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 2008-2009 წლებისგან განსხავებით, სადაც კრიზისის გამომწვევ მიზეზებში ბანკებს შეიძლება ითქვას ცენტრალური როლიც ეკავათ და შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდნენ 2020 წელს მსოფლიო ბანკების დანაკარგი კატასტროფული არ ყოფილა, თუმცა არც დიდ მოგებაზე გასულან.


მოგების დათვლისას აბსოლუტურთან ერთად პროცენტული მაჩვენებელბიც საინტერესოა. Deutsche bank-ის წმინდა მოგებამ 2020 წელს €624 მლნ შეადგინა, რაც თიბისის მაჩვენებელს 21-ჯერ აღემატება, მაგრამ თიბისის აქტივების მოცულობა €5.4 მლრდ-ს უდრის, დოიჩე ბანკის €1.325 ტრლნ-ს, ანუ 245-ჯერ მეტს. თუ 245-ჯერ დიდიმა ბანკმა მხოლოდ 21-ჯერ მეტი მოგება დაწერა, გამოდის, რომ მისი მოგების კოეფიციენტი 11.7-ჯერ ნაკლები ყოფილა.


გერმანული Deutsche bank-სგან განსხვავებით, წელი $6.1 მლრდ-იანი ზარალით დაასრულა ბრიტანულმა HSBC-მა, რომლის აქტივების კიდევ უფრო დიდია და $2.984 ტრლნ-ს შეადგენს.


ესპანეთის უდიდესმა €1.5 ტრლნ-ის აქტივების მქონე Banco Santander-მა კიდევ უფრო დიდ €7.7 მლრდ-იან ზარალზე გავიდა.


ეკონომიკის 6.1%-იანი ვარდნა უკვალოდ ვერ ჩაივლის. 3.8%-ითაა გაზრდილი უმუშევრობა, 100 000 ადამიანით სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. ინვესტიციები 15 წლიან მინიმუმზეა. ტურიზმს აღდგენის პირი არ უჩანს. შემოსავლებიდან ზრდა მხოლოდ ფულად გზავნილებში შეინიშნება, რაც ულიმიტო ვერ იქნება.


მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლების ფონზე ბანკები პოლიტიკას ამკაცრებენ და სესხზე საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან. შესაძლებელია შიდა რეგულაციებით კრედიტის გაცემის კრიტერიუმებიც გაამკაცრონ. ომის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილია. 2008 წლის აგვისტოში საშუალოდ ის ყველა ვალუტისთვის 23.1%-ს უდრიდა, 2009 წლის იანვარში 25%-ს მიაღწია,  მაგრამ მარტიდან წლის ბოლომდე 21-23 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა, თუ 2009 წლის იანვარში გაცემული სესხების მოცულობა 5.8 მლრდ ლარს უდრიდა, რამდენიმე თვეში 5 მლრდ-ს ჩამოსცდა და ძველ ნიშნულს მხოლოდ 2 წლის შემდეგ 2011 წლის იანვარში დაუბრუნდა.


2009 წლისგან განსხვავებით, როდესაც 2010 წელს ქვეყანა 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდა 2021 წელი არც თუ ისე იმედის მომცემია. ეროვნული ბანკის პროგნოზით ზრდა 4% იქნება, მაგრამ თუ ტურიზმი ვერ აღდგა მხოლოდ 1%.


საბანკო სექტორი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ომებს, შიდაპოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს თავი წარმატებით გაართვა და მისი ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, თუმცა სირთულეების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამკაცრებულ დაკრედიტების პოლიტიკაზე აისახოს პრობლემები ისევ და ისევ ყველაზე მოწყვლად ფენას შეეხება, რომლების სესხის ასაღებად ვეღარ დააკმაყოფილებენ ბანკის კრიტერიუმებს. ხოლო თუ ბანკმა კომერციული სექტორის დაფინანსება შეამცირა, გაზრდილი უმუშევრობის შემცირების თარიღი დროში გადაიწევს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up