ექსპერტები ეკონომიკის ზრდაზე: „საბანკო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა, ეს ზრდა  მხოლოდ მის მფლობელებზე და ტოპ მენეჯმენტის ჯიბეზე აისახება“

ექსპერტები ეკონომიკის ზრდაზე: „საბანკო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა, ეს ზრდა მხოლოდ მის მფლობელებზე და ტოპ მენეჯმენტის ჯიბეზე აისახება“

access_time2018-10-30 16:01:09

ერთ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.6%-თ გაიზრდა, ეკონომისტები კი მთავრობას ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლას ურჩევენ. კერძოდ, სპეციალსიტები აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზეც აისახოს, ამისთვის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება უნდა მოხდეს.



როგორც ცნობილია, ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს: 1)ზრდის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას 2) ზრდის შედეგების რაც შეიძლება უფრო ფართო განაწილებას. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების, პირველ რიგში კი - ადამიანური რესურსების - მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს.



თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ახლა რის ხარჯზეც ეკონომიკა გაიზარდა, ამის სრულფასოვანი სურათის დანახვას რამდენიმე თვე სჭირდება. მისი განცხადებით, თუ მთლიანობაში შეჯამდება პირველი 10 თვის შედეგი, 4.9% მიახლოებულია 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან.



როგორც ჭარაია აცხადებს, 5.6%-იანი ზრდა ცუდი არ არის, თუმცა, თუ მოხდება სტრუქტურულად მისი გაანალიზება, კერძოდ, კი როგორ ნაწილდება 5.6%-იანი ზრდა მოსახლეობაზე, აღმოჩნდება, რომ არ არის ინკლუზიურობა. ანუ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩართული ამ კეთილდღეობის შექმნაში და გადანაწილებაში. შესაბამისად, როგორც ჭარაია აცხადებს, მნიშვნელოვანია სტრუქტურის შეცვლა.



„შეიძლება ჩვენ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მაგრამ მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყოს. თუ მთავრობას უნდა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას, საჭიროა ეს სტრუქტურა მოწესრიგდეს. უნდა მოხდეს იმ დარგების სტიმულირება, რომელიც მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილს ასაქმებს. ამ და სხვა ასეთი ცვლილებებით უნდა მოხდს ის, რომ ეკონომიკური ზრდა საზოგადოებამ იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის რიცხვი რომელიც მათ არაფერს არ ეუბნება. თუ მოსახლეობისთვის არ იცვლება არაფერი, მაშინ რა აზრი აქვს ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლებს და მის გახმოვანებას? “-აცხადებს ჭარაია.



მისივე განმარტებით, პირობითად, საბანკო სექტორი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუმცა, არათუ საბანკო სექტორის გარეთ, მის შიგნით დასაქმებულთა კეთეილდღეობაც კი არ იზრდება ქვეყანაში ყოველწლიურად.




„მათი ხელფასები როგორც იყო 500-600-700 ლარი, იგივე რჩება. საბანკო სექტორის შიგნითაც კი ვერ გრძნობენ საბანკო სექტორის გაძლიერებას და საუბარი ზედმეტია გარეთ რა ხდება. თავად სექტორმა კი გასული წელი, 860 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, ეს კი არნახული მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. ეს მოგება ნაწილდება ბანკის ხელმძღვანელობასა და მათ მფლობელებზე. ადექვატური ასახვა კი მათ თანამშრომლებზე არ ხდება“-აცხადებს ჭარაია.


მისი თქმით, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა, ეს ზრდა შემოსავლების სახით მხოლოდ მის მფლობელებზე და ტოპ მენეჯმენტის ჯიბეზე აისახება.


გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია სამთო-მომწოვებელი მრეწველობა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. მაგალითად, მაღაროებში. როგორც ჭარაია აცხადებს, მათი ცხოვრება წლიდან წლამდე თუ არ უარესდება, არ უმჯობესდება.



„მათი ხელფასები 800,1000 თუ 1500 ლარია, ისინი სიკვდილს ყოველდღიურად უპირისიპირდებიან და ეს თანხა არ არის ადქვატური. შესაბამისად, მაღაროელი უკმაყოფილოა, კომპანიის მფლობელები კი მრავალმილიონიან მოგებებზე გადიან“-აცხადებს ჭარაია.



მისი განცხადებით, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა, სექტორში დასაქმებულები უკმაყოფილოები არიან იმიტომ, რომ ქვეყანაში ელემენტარული შრომის უსაფრთოების ნორმებიც კი არ არის დაცული.



„ევროპის უნივერსისტეტის“ პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ერთ თვეში, ეკონომიკის 5-6%-იანი ზრდა სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება. გარდა ამისა, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს მაჩვენებლი ძალიან ცოტაა. მისი თქმით, ზაფხულის პერიოდი დაპაუზებულია და ეკონომიკა სექტემბერ-ოქტომბერში ცოცხლდება. ეს ყველა რეგიონში და ქვეყანაში ასეა.



მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მთავარი არ არის, მნიშვნელოვანია ის, თუ ეს ზრდა ინკლუზიურია თუ არა და ეს ასახვას ჰპოვებს თუ არა მოახლეობის ცხოვრების დონეზე. როგორც თუთბერიძე აცხადებს, დღევანდელი ეკონმიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება და ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკის სტრუქტურაა.



„ეკონომიკის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდას ინკლუზიური ხასიათი ჰქონდეს. კერძოდ, ჩვენი ეკონომიკა მიდრეკილი უნდა იყოს ინოვაციებისაკენ,ჩვენ ყველას ჩამოვრჩებით. კვალიფიციური კადრი არ გვყვავს, პრობლემებია განათლებაში. ყველაფერი ეს მოსაგვარებელია, თუმცა, ამ მიმართულებით არცერთი მთავრობა არაფერს არ აკეთებს“-აცხადებს თუთბერიძე.



შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა.



ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“
access_time2019-11-18 19:00:41
„ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ლარი უკვე გააუფასურა. რამდენიმე  საათიც არ გასულა და ლარი დოლათან მიმართებაში 2.97-იან ნიშნულზეა. ეს თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ –ასე აფასებს  „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.  „მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია ქვეყანაში. განსხვავებულს ვერაფერს  ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სწრაფი...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.


მსგავსი სიახლეები

up