საბანკო სექტორი დეპოზიტების დაზღვევის გადავადებას ელის

საბანკო სექტორი დეპოზიტების დაზღვევის გადავადებას ელის

access_time2020-01-30 16:00:35

ამ წლიდან დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზაფხულამდე წარადგენს. ფიზიკური პირების დეპოზიტების ანალოგიურად, ზღვარი 15 000 ლარია, თუმცა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ზღვრულ მაჩვენებლამდე ეტაპობრივ გადასვლას ვარაუდობენ .


„ობიექტურად, იურიდიული პირისთვის უფრო მეტი ზღვარი იქნებოდა მისაღები, ვინაიდან უფრო მაღალი ნაშთები აქვთ ანგარიშზე. ეტაპობრივად ეს ზღვარი გაიზრდება“, - აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა (დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი) „მაესტროს ბიზნესთან“ საუბარში.


სააგენტოს გათვლებით, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის შემდეგ მთლიან საბანკო სექტორს წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე შენატანის გაკეთება მოუწევს, რაც მათი თქმით სექტორისთვის დამატებით ტვირთად არ უნდა იქცეს. 



საბანკო სექტორს ცვლილების გადავადების მოლოდინ აქვს. ცვლილება 1 ივლისიდან უნდა შესულიყო და იმ დროისთვის მცირდება ბანკებისთვის ყოველთვიური გადასახადი, ლარში 0.067%-დან 0.03%-მდე, უცხოურ ვალუტაში 0.1% რჩება. ამით, გარიკვეუწილად დაბალანსდებაა, წლიურად ბანკებს საშუალოდ 10 მლნ-ის ტვირთი მოეხსნება და ცვლლებების შემდეგ მთლიანობაში 7-8 მლნ-ით გაეზრდება.


2019 წ მდგომარეობით საბანკო სექტორში 26.2 მლრდ -ის დეპოზიტებია, 15 მლრდ - საცალო ანაბრებია. სულ სააგენტოშის >2 მლრდ-ის პორტფელია დაზღვეული. სააგენტოს ფონდშის 35 მლნ -ია, რაც ძიძიკაშვილის შეფასებით 2 წლიანი პერიოდისთვის საუკეთესო შედეგია, წელს 60 მლნ-მდე გაზრდას ელის. 2019 წელს 17 მლნ -ის მობილიზება გახდა შესაძლებელი ბანკის შენატანებით და სააგენტოს მიერ 2-5-წლიან სახაზინო ობგლიგაციებში განთავზებით მიღებულ 1.5 მლნ-ით.


gbc.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up