საბანკო სექტორი და სათამაშო ბიზნესი საქართველოში ფულის გათეთრების საშუალო და მაღალ რისკებად შეფასდა

საბანკო სექტორი და სათამაშო ბიზნესი საქართველოში ფულის გათეთრების საშუალო და მაღალ რისკებად შეფასდა

access_time2019-11-01 20:15:02

საქართველოს მთავრობამ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

დოკუმენტის ძირითადი მიზნებია:

 

ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;

 

ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

 

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. კერძოდ, ამ სექტორში რისკი შეფასდა როგორც საშუალო და მაღალი. ამასთან, საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და უძრავი ქონების ბაზარზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო.

 

დოკუმენტის მნიშვნელობაზე „კომერსანტთან“ საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. ექსპერტის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკები არ არსებობდეს.

 

„ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვენელოვანია, რადგან ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკი მუდმივად არსებობს. მით უმეტეს ჩვენი დონის ქვეყანაში, სადაც ფინანსური სექტორები არ არის ღია და გამჭვირვალე. ასევე ბევრი მსხვილი ბიზნესის მფლობელი ოფშორში არის დარეგისტრირებული, რაც კიდევ უფრო ზრდის ფულის გათეთრების რისკს. ფულის გათეთრების მაგალითები ჩვენ  გვაქვს, თუნდაც საბანკო სექტორთან მიმართებაში ამიტომაც თუ მოხდება აქტიური დაკვირვება და აქტიური ბრძოლა ფულის გათეთრებასთან მიმართებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განმარტავს გიორგი კაპანაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე რამდენად ეფექტური იქნება ახალი სამოქმედო გეგმა ფულის გათეთრების რისკების შემცირებისთვის, ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გვპასუხობს:

 


„დოკუმენტს ეფექტი ექნება ვინაიდან აქამდე არ ხდებოდა ესე აქტიურად ყურადღების გამახვილება ფულის გათეთრების რისკებზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ შესაბამისი ორგანოები და რამდენად აქტიურად მოხდება ამ ყველაფრის კონტროლი. თუ გამოაქვეყნებენ ანგარიშებს სადაც იქნება საუბარი რამდენად ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურის შემოწმება, ამის შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას ექნება თუ არა ეფექტი დოკუმენტის დამტკიცებას“, განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

 გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში ფულის გათეთრების ერთ-ერთ მნიშვნელოვნად წყაროდ ითვლება. ექსპერტი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროსაც არა აქვს სათანადოდ წვდომა და არ შეუძლია მიმდინარე ტრანზაქციების დეტალურად დაინახოს, რაც მისი თქმით ფულის გათეთრების რისკს ქმნის.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ფულის გათეთრებაზე, ერთ- ერთი მთავარი ბიზნესი ეს არის სათამაშო ბიზნესი, ამაზე ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად მიუთითებენ ხოლმე და ევროკავშირის მხრიდანაც არაერთხელ ყოფილა მითითება, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ფულის გათეთრების რისკები. ამის საფუძველი ერთის მხრივ არის სრულიად გაუმჭვირვალე სათამაშო ბიზნესი, ისინი უბრალოდ შპს-ების დონეზე არიან დარეგისტრირებულები და შემოსავლების სამსახურს არ აქვს წვდომა მათ ფინანსებთან, არ აქვთ წვდომა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან შემოედინება თანხები. ვთვლი, რომ ფინანსები 70 პროცენტი გაუმჭვირვალეა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ სათამაშო ბიზნესის კომპანიებს უმეტესწილად რეალური მფლობელები ჰყავს ოფშორში დარეგისტრირებული. ოფშორი ისედაც გაუმჭვირვალეა და ვერ ხდება კონტროლი, შესაბმისად როდესაც ადგილობრივ დონეზე ყველაფერი ბურუსითაა მოცული კიდევ უფრო დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ხდებოდეს ფულის გათეთრება, შავი ფული ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე შემოედინებოდეს“, განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხით საერთაშორისო ორგანიზაციებიც ინტერესდებიან და ფულის გათეთრების რისკებზე მიუთითებენ.

 

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დაავალდებულეს, რომ ფონდისთვის უცხოელი მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონების მოგებული ან წაგებული თანხების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. ჩემი აზრით, ესეც განპირობებული იყო იმით, რომ საერთაშორისო დონეზე დაინტერესდნენ რეალურად ხომ არ ხდებოდა აქ ფულის გათეთრება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინფორმაციას მანამდე საქსტატს ან შემოსავლების სამსახურს მოთხოვდნენ და რადგან მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია პირდაპირ დაავალდებულეს სათამაშო ბიზნესი. სავალუტო ფონდმა ალბათ შენიშნა ის რისკი, რომ შესაძლებელია საქართველოში ფულის გათეთრების რეალური შანსი ყოფილიყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ დღეს ჩვენთან სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რეალური რისკები არსებობს. თუ უცხოელი მოთამაშეების შემთხვევაში სავალუტო ფონდი დაინახავს რა ხდება, ადგილობრივ დონეზე ყველაფერი ისევ ისე დარჩა და ისევ ბუნდოვანი იქნება მოხდა თუ არა ფულის გათეთრების შემთხვევა. თუ შესაბამისმა უწყებებმა რეალურად მოახდინა რისკების შეფასება და რეალურად იბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი და აქტიური კონტროლის ქვეშ სწორედ სათამაშო ბიზნესი უნდა  მოაქციოს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

 

 მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის.

 

 ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან:

 

ა) ფინანსური ინსტიტუტები: 1 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი; 2) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი; 3) სადაზღვევო ბროკერი, გადაზღვევის ბროკერი; 4) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; 5) კომერციული ბანკი; 6) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; 7) საბროკერო კომპანია; 8) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; 9) სადაზღვევო ორგანიზაცია; 10) სალიზინგო კომპანია; 11) სესხის გამცემი სუბიექტი; 12) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი; 13) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები

 

 კანონის მიზნებისთვის საზედამხედველო ორგანოები არიან:

 

 ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური  

 ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

 გ) საქართველოს ეროვნული ბანკი

 დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

 

 

 ბაჩო ადამია





3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა

3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა
access_time2019-12-11 11:37:00
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია. დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up